ფოთის სპორტის სამსახურის უფროსი პატრულმა დააკავა

2013.05.31 ავტორი: TS

ამ წუთებში, როგორც TSpress-ისთვის გახდა ცნობილი, ფოთის მერიის სპორტის სამსახურის უფროსი ზურაბ ტიბუა, მის ერთ-ერთ ნათესავთან ერთად ქუჩაში პატრულმა დააკავა. თვითმხილველთა თქმით, ის პატრულის ფოთის განყოფილებისკენ წააიყვანეს. რას ედავებიან ტიბუას, ჯერჯერობით უცნობია. 

ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციაში ადასტურებენ.

 

დაკავების დეტალებს TSpress-ის ჟურნალისტი არკვევს, რომელიც ამ წუთებში ფოთის პატრულის განყოფილების შენობასთან იმყოფება. 

 

ზურაბ ტიბუა უკვე რამდენიმე წელია ფოთის სპორტის სამსახურს ხელმძღვანელობს. ის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია კრივში. 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED