ფოთის მერმა შეუსრულებელი სამუშაო პრეზიდენტს დააბრალა [Video]

2012.04.26 ავტორი:

ფოთის მერმა ვახტანგ ლემონჯავამ, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გასული წლის საქმიანობის ანგარიშის წაერდგენისას, სპორტის სასახლის მშენებლობის დაუსრულებლობა პრეზიდენტის შეუსრულებელ დაპირებას გადააბრალა. მისი თქმით, ფოთში ერთ-ერთ ვიზიტისას, სააკაშვილი ფოთს 6 მლნ ლარის გამოყოფას დაჰპირდა, საიდანაც 1, 8 მლნ სპორტის სასახლის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა, თუმცა, შემდგომში თანხა არ გამოუყვია.

მშენებარე სპორტის სასახლე

სპორტის სასახლის დაუსრულებელ პროექტის შესახებ კითხვა, მერს ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელმა, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გოჩა დოლბაიამ დაუსვა. მისი თქმით, უკვე რამდენიმე წელია მშენებლობა დაწყებულია, თუმცა, სამუშაოები საძირკველს ვერ გასცდა.

 

 

დოლბაია ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებით და კერძო მესაკუთრეების ინტერესების დარღვევითაც დაინტერესდა.

 

 

–„უსახური ნაგებოებების დემონტაჟისას, ბევრ წინააღმდეგობას ვაწყდებოდით. ვცდილობდით ამა თუ იმ ინდივიდთან ყველაფერი სამართლებრივი გზით გაგვერკვია, რაც გარკვეულ დროსთან იყო დაკავშირებული, ამიტომ პროექტების განხორციელება დაგეგმილ დროში არ გამოგვივიდა. თუმცა, იქ შესრულებული სამუშაოები, გამოყოფილ თანხებთან შესაბამისობაში მოდის,“– უპასუხა მერმა დოლბაიას და დასძინა, რომ კეთილმოწყობითი სამუშაოები გრძელდება.

 

 

სპორტის სასახლის მშენებლობაზე, ქალაქის ბიუჯეტიდან 500 ლარი დაიხარჯა. სამშენებლო სამუშაოები ჯერ  საძირკვლის მშენებლობას არ გასცდენია.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED