უფასო სასადილოზე ნაციონალების აბრაა

2011.12.28 ავტორი: პაატა ლაგვილავა

საკრებულოს წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ გიორგი ალასანიამ, მიუსაფართა უფასო სასადილოსათვის „ნაციონალური მოძრაობის“ აბრის ჩამოხსნა მოითხოვა.

– „თუ ამ დაწესებულებას მუნიციპალიტეტი აფინანსებს, რატომ არის მის კარებზე  ნაციონალების აბრა გამოჭიმული?“- აღნიშნა ალასანიამ.

 

მას კითხვაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან კონჯარიამ უპასუხა:

 

- „თავის დროზე, როცა  ეს სასადილო გაიხსნა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მისთვის ავეჯი და სხვა ინვენტარი შეიძინა,“ - განაცხადა მან.

 

ზუგდიდის საკრებულოს 2011 წლის ბოლო სხდომა დღეს გაიმართა. რომელზეც საკრებულოს წევრებმა ახალი ბიუჯეტი დაამტკიცეს და 2011 წლის ბიუჯეტში ბოლო ცვლილება შეიტანეს.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED