ფოთში კულტურული ძეგლი კერძო მფლობელობაშია და ინგრევა [Photo]

2016.11.11 ავტორი: TS

ფოთში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, მოდერნის სტილში აშენებული შენობა, სადაც წლების განმავლობაში სახელმწიფო უშიშროება იყო განთავსებული, ინგრევა. 

ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შენობა1901-1910წწ გერმანელ არქიტექტორ ედმუნდ ფრიკის ავტორობით აშენდა.

 

ნაგებობა წითელი აგურით და კირქვითაა აშენებული და სხვადასხვა არქიტექტურული დეტალებით, კონფიგურაციებით, დეკორატიული და მხატვრული ელემენტებით გამოირჩეოდა.

 

ამჟამად შენობა ავარიულია და მხოლოდ გარე ფასადია შენარჩუნებული, შენობის შიგნით კი დანგრეულია კედლები, იატაკი, სახურავი, კიბე.

 

ფოთის ადგილობრივ ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ შენობა კერძო საკუთრებაა და მისი მოვლა-პატრონობა მათ არ ევალებათ.

 

საქართველოს საჯარო რეესტრის მონაცემებით, შენობა ეკომონიკის სამინისტრომ 2007 წლის 11 დეკემბერს გაასხვისა, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი კი, გაყიდვიდან რამდენიმე თვეში, 2008 წლის 4 მარტს მიანიჭა.

 

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მფლობელი შპს „ველაჯიოა“. რა მიზნით იყიდა კომპანიამ აღნიშნული შენობა, უცნობია. ასევე უცნობია, აქვს თუ არა რაიმე სახის ვალდებულება აღებული კომპანიას საინვესტიციო პირობის, საკუთრების შეძენისას.

 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, შპს "ველაჯიო" იმ ფირმებს შორისაა, რომელსაც სახელმწიფოს მიერ სიმბოლურ ფასად გადაეცა ქონება.

 

ანგარიშის - „ვის და რას ჩუქნიდა სახელმწიფო 1 ლარად“ მიხედვით, შპს "ველაჯიოს" 2012 წელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ანაკლიაში მდებარე 1815 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა. მას ქონება სიმბოლურ ფასად გადაცემული აქვს თბილისშიც და სხვა რაიონებშიც.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტორეპორტაჟი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED