საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ფოთში [Photo - Video]

2013.11.07 ავტორი: TS

ფოთში, საერთაშორისო ფესტივალი „თეთრი თოლია“  საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალის მონაწილეებმა დროშებითა და შეძახილებით აღმაშენებლის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს. 

ფესტივალის ფარგლებში ინტერკლუბის შენობაში ქართული კუთხე მოეწყო, ასევე გამოიფინა  ახალგაზრდა ფოთელი ხელოვნების ნამუშევრები.

 

ღონისძიების დაწყებამდე ფესტივალში მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლები ადგილობრივი ხელისუფლებას და ფოთის მერს, დავით სარსანიას შეხვდნენ. მათ ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და სიმბოლურად, მერს საჩუქრები გადასცეს.

 

მერთან შეხვედრის შემდეგ ფესტივალის მონაწილეები, ქალაქის პარკში საზეიმო მსვლელობით მივიდნენ. 

 

საერთაშორისო ბავშვთა მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორი, სტუდია "თეთრი თოლიაა".  ფესტივალში მონაწილეობას 17 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. 

 

 

 

 

 

 

 

ფოტორეპორტაჟი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED