ფოტოები პრეზიდენტის მესტიის რეზიდენციიდან [Photo]

2013.09.20 ავტორი: ელისო ჯანაშია

პრეზიდენტის რეზიდენცია მესტიაში, ოფიციალურად კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინიტროს ბალანსზე რიცხული დასასვენებელი სახლი, 2011 წელს, სამ თვეში აშენდა. შენობა ახლაც სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. ადგილობრივთა თქმით, პრეზიდენტი და მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები, აქაურობას ხშირად სტუმრობდნენ.შენობის აგებამდე კი პრეზიდენტი 4-ვარსკვლავიან სასტუმრო "თეთნულდში" ჩერდებოდა.

ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, აქ პატრიარქმა ოთხი დღე დაჰყო და შენობაც აკურთხა. მესტიელების თქმით, მისი უწმინდესობა აქაურობით ძალიან კმაყოფილი იყო და გამგზავრების წინ თქვა, რომ მსგავსად, საქართველოს არც ერთ კუთხეში ყოფნისას არ დაუსვენია.

 

ერთსართულიანი ხის შენობა, დაახლოებით 1000 კვ.მ მიწის ფართობზეა აგებული. შენობაში 7 საძინებელი, ამდენივე მისაღები ოთახი და აბაზანაა განთავსებული, ასევე, სამზარეულო, საკონფერენციო დარბაზი და დაახლოებით 150 კვ მ.მისაღები ოთახი. სიდიდითა და განსხვავებული დიზანით გამოირჩევა პრეზიდენტისთვის  დასასვენებელი ოთახები. მის ოთახს აბაზანასთან ერთად, საუნაც ესაზღვრება. შენობას მოპირდაპირედ, ორი დამხმარე ნაგებობა დგას, სადაც დაცვა და ტექპერსონალია განთავსებული.

 

არაოფიციალური ინფორმაციით, მშენებლობა დაახლოებით 8 მილიონი ლარი დაჯდა და მასში ბიზნესმენები საკუთარი თანხებით მონაწილეობდნენ. ამიტომაც, დაზუსტებული ინფორმაცია შენობის ღირებულების შესახებ, არ არსებობს. მაგალითად, გაზეთ "ვერსიის" ინფორმაციით, ბიზნესმენმა გურამ კვირიკაშვილმა მშენებლობაში საკუთარი 400 ათასი ლარი დახარჯა. მას დაპირდნენ, რომ თანხას დაუბრუნებდნენ, თუმცა ამის ნაცვლად, მისი საქმიანობით ფინანსური პოლიცია დაინტერესდა და კოლოსალური ჯარიმა დააკისრა. ბიზნესმენი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა და ის მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაბრუნდა საქართველოში. დაბრუნების შემდეგ მან გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა.

 

საძინებელი, რომლითაც პრეზიდენტი სარგებლობდა

აბაზანა, პრეზიდენტის საძინებლის გვერდზე

საუნა,პრეზიდენტის საძინებლის გვერდზე

ოთახი, რომლითაც პრეზიდენტი სარგებლობდა

ოთახი, რომლითაც პრეზიდენტი სარგებლობდა

 

ფოტორეპორტაჟი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED