ახალი სასწავლო წელი ფოთში [Photo -Video]

2013.09.16 ავტორი: TS

16 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი ქვეყნის მასშტაბით ყველა სკოლაში დაიწყო. 

ახალი სასწავლო პროცესი ფოთის საჯარო სკოლებში საზეიმოდ აღნიშნეს.

 

ტრადიცულად სკოლის ეზოებში მოსწავლეები ყვავილებით შეიკრიბნენ. მათ სწავლის დაწყება დირექტორებმა და პედაგოგებმა მიულოცეს.

 

ფოთის მეორე საჯარო სკოლაში, საქართველოს ჰიმნის ფონზე სახელმწიფო დროშა მეთორმეტე კლასელებმა აწიეს.  პირველმა კლასელებმა კი, ტრადიცულად ლექსები თქვეს.

 

მისალმების შემდეგ ზარი 9სთ - ზე ყველა სკოლაში ერთდროულად დაირეკა. კლასში შესვლაზე განსაკუთრებით ღელავდნენ პირველკლასელები, რომელთა ნაწილს მშობლები გაკვეთილზეც ახლდნენ.

 

გაკვეთილების მიმდინარეობისას ყველა კლასსა და ახალ მოსწავლეს სწავლის დაწყებას პირადად ულოცავდა მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი, კობა სამურკასოვი.

 

ფოთში,  11 საჯარო სკოლაა, სადაც 6 ათასამდე მოსწავლე სწავლობს. განათლების სამინისტროს მიერ სასკოლო წიგნები ყველა მათგანს, ხოლო ნეტბუქები ყველა პირველკლასელს გადაეცა.

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტორეპორტაჟი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED