ავტომოყვარულთა რალი ფოთის ცენტრში [Photo - Video]

2013.09.15 ავტორი: TS

ფოთის ცენტრში, რუსთაველის რკალზე ავტომოყვარულთა შეჯიბრი რალი მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორი ავტომოყვარულთა კლუბი - "BMW Club Georgia - Poti"- ია.

რალი არასტანდარტული ფორმატით, მოყვარულების დონეზე მიმდინარეობს. ხდება წყვილებს შორის დაბალი სიჩქარით მანევრულ სვლებში შეჯიბრი.

 

რალში მონაწილეობას ადგილობრივებთან ერთად ბათუმელი ავტომოყვარულებიც ღებულობენ.

 

რუსთაველის რკალზე, მშენებარე თეატრის წინ გზა გადაკეტილია. ტერიტორია რკინის ჯებირებითაა შემოღობილი, თუმცა უსაფრთხოების ზომები მინიმალურადაა დაცული. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო სამსახურები.

 

კლუბ - "BMW Club Georgia - Poti"- ის ორგანიზებით, ავტომოყვარულთა შეჯიბრი ფოთში უკვე მეორედ იმართება. პირველად ის 27 ივლისს, აეროპორტის ტერიტორიაზე გაიმართა.  



 

 

 


 


 

 

 

ფოტორეპორტაჟი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED