წინა ხელისუფლების დროს დაწყებული და შეჩერებული მშენებლობები ფოთში

2013.08.19 ავტორი: იზა სალაყაია

წინა ხელისუფლების პერიოდში ფოთში 12 ობიექტის მშენებლობა დაიწყო, რომელთაგან ორი საკათედრო ტაძარისა და პოლიციის შენობა არჩევნების შემდგომ საზეიმოდ ახალმა ხელისუფლებამ გახსნა. სამი ობიექტი კერძო ინვესტიციით განსახორციელებლი პროექტი იყო, დანარჩენი კი სახელმწიფო და ცენტრალური ბიუჯეტის თანხით უნდა აშენებულიყო. გრძელდება თუ არა მშენებლობები  ახალი ხელისუფლების პირობებში Tspress - მა ყველა ობიექტი დაათვალიერა.

 

ფოთის თეატრი, კინოთეატრი, აეროპორტი,  საკათედრო ტაძარი, სპორტული კომპლექსი, იუსტიციის სახლი, დევნილთა საცხოვრებელი (ყოფილი სასტუმრო „აიეტი“ ), პოლიციის შენობა, რაგბის მოედანი, სასტუმრო „რედისონი“ - აღნიშნული ობიექტების მშენებლობა ფოთში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიდში დაიწყო.

 

ჩამოთვლილ ობიექტებიდან ახალი ხელისუფლება, ფოთის თეატრის, სპორტული კომპლექსის, რაგბის მოედნისა და დევნილთა საცხოვრებლების მშენებლობას აგრძელებს. სხვა მშენებლობები კი გაჩერებულია. ასევე მიმდინარე წლის გეგმაში ფოთის საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია და  ახალ რაიონში დევნილთათვის 7 ახალი კორპუსის მშენებლობაა დაგეგმილი.



                                                               ფოთის თეატრი

 

ფოთის თეატრი

ფოთის თეატრი

ფოთის თეატრში ამჟამად შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის ახალმა ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3,7მლნ ლარი გამოიყო.

 

ფოთის მერის, დავით სარსანიას განცხადებით, თეატრი 23 ნოემბერს გაიხსნება.

 

წინა ხელისუფლების პერიოდში, მშენბლობისთვის სახელმწიფო და ადგილობრვი ბიუჯეტიდან, ჯამში, 7 მლნ. ლარი დაიხარჯა. თეატრის მშენებლობის საპროექტო ღირებულება, ინტერიერის ხარჯებს გარდა, 9 მლნ ლარია.

 

შეგახსენებთ, რომ ფოთის თეატრის ყოფილი შენობა ეპარქიას 2005 წელს გადაეცა. პრეზიდენტის დაპირებისამებრ ტაძარი 2008 წელს უნდა დასრულებულიყო. მოგვიანებით, სამუშაოების დროულად დაუსრულებლობა აგვისტოს მოვლენებს დაბრალდა.

 

2012 წლის აპრილში, ფოთში სტუმრად მყოფმა პრეზიდენტმა თეატრის შენობა დაიწუნა და ფასადში ცვლილებების შეტანა და მშენებლობის წლის ბოლომდე დასრულება მოითხოვა, თუმცა, მშენებლობა უსახსრობის გამო დროებით შეჩერდა და ის მხოლოდ წელს განახლდა.



                                                       იუსტიციის სახლი

 

იუსტიციის სახლის ბანერი წინასაარჩევნოდ ფოთის ცენტრში

იუსტიციის სახლის ბანერი წინასაარჩევნოდ ფოთის ცენტრში

2012 წლის აგვისტოში, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ფოთში ვიზიტისას, ქალაქის ცენტრში, წინასაარჩევნოდ იუსტიციის სახლის მაკეტი გამოიკრა, რომელიც ახლა აღებულია.

 

მშენებლობა რუსთაველის რკალზე ფუნდამეტის ჩაყრის სამუშაოებს არ გაცდენია. ტერიტორიაზე მხოლოდ რკინების ბოძებია ჩასმული.

 

მერაბიშვილის დაპირებით, მშენებლობა 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები არჩევნებიდან რამდენიემ დღეში გაჩერდა. სამინისტროს ინფორმაციით,  ფოთში, იუსტიციის სახლის მშენებლობა ამ ეტაპზე არ იგეგმება.



                                                         სპორტის სასახლე

 

სპორტკომპლექსი - მალთაყვა

სპორტკომპლექსი - მალთაყვა

სპორტის სასახლის მშენებლობა, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში, 6 წლის მანძილზე საძირკვლს არ გასცდენია, ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არ აშენდება.

 

მარტის თვეში ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ვიზიტის შემდეგ გადაწყდა, რომ მშენებლობისათვის, მიმდინარე წელს, თანხა არ გამოიყოფა.

 

საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა განმარტავს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სპორტის სასახლის მშენებლობა მიზანშეწონილი არაა და ჩაყრილი ფუნდამეტიც მშენებლობის გასაგრძლებლად უვარგისია.

 

სპორტის სასახლის საძირკვლის მშენებლობისათვის, 2006 წლის შემდეგ ქალაქის ბიუჯეტიდან 500 ათასი ლარი დაიხარჯა.

 

ფოთის ყოფილმა მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ, საკრებულოს სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას, მშენებლობის დაუსრულებლობა პრეზიდენტის შეუსრულებელ დაპირებას გადააბრალა.

 

მისი თქმით, ფოთში, ერთ-ერთ ვიზიტისას, სააკაშვილი ფოთის ბიუჯეტს 6 მლნ. ლარის გამოყოფას დაპირდა, საიდანაც 1,8 მლნ სპორტის სასახლის მშენებლობას უნდა მოხმარებოდა, თუმცა, შემდგომში თანხა არ გამოყოფილა.



                                                       დევნილთა საცხოვრებელი

 

დევნილთა საცხოვრებლები

დევნილთა საცხოვრებლები

ფოთში, დევნილთა საცხოვრებლის  (ყოფილი სასტუმრო „აიეტის“)  რეკონსტრუქცია და მიმდებარე ტერიტორიაზე 2 ახალი კორპუსის მშენებლობა, მიმდინარე წლის მარტის თვეში განახლდა, თუმცა დასრულების საბოლოო დრო უცნობია.

 

დევნილთა საცხოვრებლის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით 2011 წელს დაიწყო. სამუშაოები გასულ წელს უნდა დასრულებილიყო, თუმცა სამუშაოების შემსრულებელი ფირმა „ინდიკოს“ სხვადსხვა სახის პრობლემების გამო, დროში გაიწელა.

 

მშენებლობის დასრულებამდე დევნილები სხვადასხვა ავარიულ და ამორტიზებულ შენობებში ჩაასახლეს. მძიმე პირობებში ცხოვრებისა და სამუშაოების დროულად დასრულების გამო აღნიშნული პრობლემით მათ ფოთში მყოფ დევნილთა მინისტრს, დარახველიძესაც მიმართეს.

 



                                                         კერძო ინვესტიციები: 


                                                              კინოთეატრი

 

კონეთეატრი

კონეთეატრი

ფოთის ცენტრში, კომპანია „ვისოლმა“, რუსთაველის რკალზე „სმარტის“ სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო და გასული წლის დასაწყისში შეჩერდა. აღნიშნულ შენობაში კინოთეატრის  განთავსება ხელისუფლების მოთხოვნა იყო.

 

საპარლამენტო არჩევნებამდე რამდნიმე დღით ადრე მშენებლობა 1თვით განახლდა, თუმცა სამუშაოები ამჟამად ისევ შეჩერებულია.

 

კომპანია"ვისოლს" კინოთეატრის მშენებლობა ახალმა ხელისუფლებამაც მოთხოვა. კომპანიამ თვითმმართველობისგან კინოთეატრისთვის სხვა შენობა მოითხოვა, რომელსაც საკუთარი ხარჯებით გაარემონტებს და კინოთეატრს მოაწყობს, რაც საკუთრებაში მერიას დარჩება. მერის, დავით სარსანიას განცხადებით, აღნიშნულზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა როდის დასრულდება.

 

მისი თქმით,  კომპანია რუსთაველის რკალზე „სმარტის“ სავაჭრო ქსელის მშენებლობის გაგრძლებას აპირებს, თუმცა როდის განახლდება ამ ეტაპზე უცნობია.



                                                      ფოთის აეროპორტი

 

ფოთის აეროპორტის ტერიტორია

ფოთის აეროპორტის ტერიტორია

ფოთში აეროპორტის მშენებლობა პროექტის გარეშე დაიწყო. სამუშაოები ამ დრომდე გრუნტის შესწავლის სამუშაოებს არ გაცდენია.

 

გაგრძელდება თუ არა მშენებლობა უცნობია, ის დაახლოებით ერთი წელია შეჩერებულია.

 

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აეროპორტის მშენებლობის შესახებ განცხადება პრეზიდეტმა 2009 წელს გააკეთა. პრეზიდენტის სასახლეში რეგიონის რწმუნებულებთან და გამგებლებთან შეხვედრაზე კი, სამუშაოების დასრულების დროდ 2011 წელი დაასახელა. გადაწეული ვადებით კი, ობიექტი ექსპლუატაციაში 2013 წელს უნდა შესულიყო.

 

ფოთის აეროპორტი ფოთის პორტის და თავისუფალი ინდუსტრიული ზონის  ყოფილ მფლობელ არაბულ კომპანია „რას ალ ხაიმა ინვესტმენ აუტორიტი ჯორჯიაზე“ გასხვისდა. დეკლარირებულად ამ შემთხვევაშიც რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩადებულიყო.



                                                             სასტუმრო „რედისონი“

 

სასტუმრო რედისონის  ტერიტორია

სასტუმრო რედისონის ტერიტორია

ყოფილი სასტუმრო „კოლხეთის“ ტერიტორია, რომლის დემონტაჟის შემდეგ სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, დასუფთავებულია. ამჟამად კი მესაკუთრე ტერიტორიის გასხვისებას გეგმავს.

 

ფოთში „რედისონის“ მშენებლობის შესახებ თავდაპირველად ყოფილმა მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ 2010 წელს განაცხადა. შენობის მფლობელი, სერგო აბაშიძე კი, პრეზიდენტის მიერ მოწონებულ და მხარდაჭერილ პროექტზე საუბრობდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს დაჩქარებული ტემპით მშენებლობა ითხოვა. მესაკუთრე სამუშაოების დასრულების დროდ 2013 წელს ასახელებდა.

 

2011 წელს კი მესაკუთრის ფინანსური პრობლემებისა და ტერიტორიაზე ყადაღის დადების გამო, შენობის დემონტაჟიც შეჩერდა. ტერიტორია წინასაარჩევნოდ მხოლოდ დასუფთავდა.



                                   რაგბის მოედანი

 

ფოთში, 8 მარტის ქუჩაზე წინასაარჩევნო პერიოდში დაწყებული რაგბის მოედნის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამოყვანილია საწვრთნელი ბაზის შენობების კედლები.

სამუშაოებს „ქართუ ჯგუფი“ ახორციელებს. მშენებლობა დაიწყო. გეგმის თანახმად, სამუშაოები 2014 წელს უნდა დასრულდეს.

 

ფოთის თეატრი

ფოთის თეატრი

ფოთის თეატრი

ფოთის თეატრი

ფოთის თეატრი

ფოთის თეატრი

დევნილთა ახალი კორპუსები, ყოფილ სასტუმრო აიეტთან

დევნილთა ახალი კორპუსები, ყოფილ სასტუმრო აიეტთან

სასტუმრო აიეტის  შენობა

სასტუმრო აიეტის შენობა

სასტუმრო რედისონის ტერიტორია

სასტუმრო რედისონის ტერიტორია

სასტუმრო რედისონის ტერიტორია

სასტუმრო რედისონის ტერიტორია

სასტუმრო რედისონის ტერიტორია

სასტუმრო რედისონის ტერიტორია

 


შენობა, სადაც კინოთეატრი უნდა აშენებულიყო - სმარტის სავაჭრო ქსელი.

შენობა, სადაც კინოთეატრი უნდა აშენებულიყო - სმარტის სავაჭრო ქსელი.

კონეთეატრი

კონეთეატრი

იუსტიციის სახლის ბანერი წინასაარჩევნოდ ფოთის ცენტრში

იუსტიციის სახლის ბანერი წინასაარჩევნოდ ფოთის ცენტრში

ტერიტორია, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობა იყო დაგეგმილი

ტერიტორია, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობა იყო დაგეგმილი

იუსტიციის სახლის ტერიტორია

იუსტიციის სახლის ტერიტორია

სპორტკომპლექსი - მალთაყვა

სპორტკომპლექსი - მალთაყვა

ფოთის აეროპორტის ტერიტორია

ფოთის აეროპორტის ტერიტორია





 

 

 

 

 

 

 

ფოტორეპორტაჟი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED