"ქართული ოცნების" აქტივისტების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება "ნაციონალებთან" [Video -Photo]

2013.07.20 ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერში მონაწილეებს "ქართული ოცნების"  მხარდამჭერები ცოცხებით, ბარებითდა თოხებით დახვდნენ. ისინი "ნაციონალებს" შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევენ. 

სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს წყლიანი ბოთლები ესროლეს. აქციის მონაწილეებს ხელში ცოცხები, თოხები და ბარები ეჭირათ.

შალვა დადიანის სახელობის თეატრის წინ მობილიზებული იყო რამდენიმე ასეული პოლიცია. პრაიმერში მოაწილეებისთვის სამართალდამცავებს სპეციალური კორიდორი ქონდათ გაკეთებული, თუმცა შეკრებილები მათ შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ფოტორეპორტაჟი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED