არჩევნების მეორე ტური ფოთში

ფოთში ყველა უბანი დროულად გაიხსნა. ამ დროისათვის დარღვევები არ გამოვლენილა.

 

საღამოს 20:00 საათზე უბნები დაიხურება და ხმის დათვლის პროცედურა დაიწყება.

 

ცესკოს ინფორმაციით, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge. ცესკოში ოქმების შემოსვლის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათში, ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება პირველი წინასწარი შედეგები 50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით.

წინასწარი შედეგები ეტაპობრივად განახლდება შემოსული ოქმების მონაცემების მიხედვით.

 

07:00-დან 24:00-მდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის - 2 51 00 51; ასევე, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. მოქალაქეებსა და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მიმართონ, მიაწოდონ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

 

საარჩევნო პროცესს TSpress-ის გუნდიც ადევნებს თვალს და ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას დღის განმავლობაში მოგაწვდით.


დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური იმართება. არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მათ შორის, ფოთშიც ტარდება, რომელშიც ორი კანდიდატი: ირაკლი ხახუბია (ქართული ოცნება) და ბექა ბასილაია (ნაციონალური მოძრაობა) მონაწილეობს.

 

გვერდი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED