ზუგდიდელები დავით ბაქრაძის გვისტოს ომის დროს გაკეთებული განცხადების შესახებ[Video]

2013.08.09 ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

TSpress-ის მიერ გამოკითხულ ზუგდიდელების ნაწილი 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომთან დაკავშირებით, პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებას აფასებენ და მას "სამარცხვინოსა" და "უგუნურს" უწოდებენ.

2008 წლის აგვისტოში, რუსული ინტერვენციის დროს, პარლამენტის თვამჯდომარედ ყოფნის პერიოდში, დავით ბაქრაძემ საზოგადოებას მოუწოდა თავი ყველანაირი საშუალებით, დანებით, ჩანგლებით და სამუშაო იარაღებით დაეცვათ. 

 

 

ნაწილი კი ბაქრაძის განცხადებას ამართლებს და ამბობს, რომ უნდა გვებრძოლა საქართველოს გამთლიანებისთვის.

 

გამოკითხულთა უმრავლესობას ომის გახსენება უჭირს და ამბობს, რომ ეს ყველა ადამიანისთვის მტკივნეულია და ამის შემდეგ სულ მშვიდობა უნდა იყოს.

 

დღეს აგვისტოს ომიდან 5 წელი გავიდა. 

 

მულტიმედია
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED