ზუგდიდელების ნაწილი „ნაციონალების“ აქციაზე ბოთლების სროლის ფაქტს ამართლებს [Video]

2013.07.22 ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

ზუგდიდელების ნაწილი ზუგდიდის შალვა დადიანი სახელობის თეატრის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერის დროს მომხდარი ინციდენტისას ბოთლების სროლის ფაქტს ამართლებს და აცხადებს, რომ უარესიც უნდა მომხდარიყო და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ქალაქში შემოსაშვებებიც არ იყვნენ.

„რამდენად მისაღები იყო  თქვენთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ განხორციელებული პროტესტის ამგვარი ფორმა“ – ამ კითხვით TSpress-მა ზუგდიდის მოსახლეობას მიმართა.

 

გამოკითხულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პროტესტის ამგვარი ფორმა უკულტურობა და დაბალი დონის მაჩვენებელია და პრობლემის გადაწყვეტა ცივილური ფორმითაც შეიძლებოდა.

 

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერის გამართვას ინციდენტი მოჰყვა. შალვა დადიანის სახელობის დრამატულ თეატრთან შეკრებილებმა მანქანიდან გადმოსულ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს წყლიანი ბოთლები დაუშინეს.

 

მულტიმედია
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED