ზუგდიდელების აზრი სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებსა და ვიდეოებზე [Video]

2013.06.22 ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამეგრელოში რეგიონში რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით ზუგდიდის მოსახლეობის აზრი ორად იყოფა. ნაწილს აღმოჩენილი სამალავების ნამდვილობის არ სჯერა, ნაწილს კი მიაჩნია, რომ მომავალში მსგავსი სამალავები კიდევ გამოჩნდება.

„რამდენად სანდოა თქვენი აზრით სამეგრელოს რეგიონში აღმოჩენილი სამალავები და იქ აღმოჩენილი ფირები. როგორ მიგაჩნიათ, შსს–მ უნდა აჩვენოს საზოგადოებას ეს ფირები თუ არა?“ – ამ კითხვით TSpress–მა ზუგდიდის მოსახლეობას მიმართა.

 

გამოკითხულთა ნაწილი ფირების ფართო საზოგადოებისთვის ჩვენების კატეგორიული წინააღმდეგია, რადგან ეს არასრულწლოვანთათვისა და ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდი იქნება, ხოლო მეორე ნაწილს კი მიაჩნია, რომ ეს ფირები, რაოდენ საზარელი სანახავიც არ უნდა იყოს ყველამ უნდა ნახოს.

 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ შსს–მ სამეგრელოს რეგიონში რამდენიმე სამალავი აღმოაჩინა, სადაც ტყვია–წამალსა და იარაღებთან ერთად, ადამიანის ღირსების შემლახავი და წამების ამსახველი ფირები ინახებოდა. მინისტრის გადაწყვეტილებით, ეს ფირები უკვე აჩვენეს დიპლომატიური კორპუსის, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომელსაც საზოგადოების ერთი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ამ დროისთვის ამ ფაქტში ბრალდებული პირები პატიმრობაში იმყოფებიან და მიმდინარეობს გამოძიება. 

მულტიმედია
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED