ზუგდიდელები როლანდ ახალაიას საქმიანობაზე [Video]

2013.05.28 ავტორი: ქეთი გიგოლაშვილი

ზუგდიდის მოსახლეობის ნაწილი მაჟორიტარი დეპუტატის,  როლანდ ახალაიას საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

კმაყოფილიხართ თუ არა როლანდ ახალაიას, როგორც ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობით ? - ამ კითხვით TSpress-მა ზუგდიდელებს მიმართა.

 

გამოკითხულთა ნაწილი აცხადებს, რომ ახალაიას ზუგდიდისთვის არაფერი გაუკეთებია.  ნაწილს მიაჩნია, რომ ახალაიამ თავის დროზე  ბევრი კარგი რამ გააკეთა, თუმცა კონკრეტული მაგალითების დასახელება უჭირთ. ამბობენ, რომ მან ზუგდიდში წესრიგი დაამყარა.

 

ერთ- ერთი ქალბატონის თქმით, ახალაიამ ხალხისთვის ბევრი სიკეთე გააკეთა და  ახლა მას ჭირდება გვერდში დგომა.

 

-„არჩევნებში თავი მოვიკალით და როგორი ცუდი კაცი ყოფილა“- აღნიშნავს ერთ- ერთი გამოკითხული.

 

 

როლანდ ახალაია ზუგდიდის  მაჟორიტარი,  2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გახდა. მანამდე მას სამხარეო პროკურორის პოსტი ეკავა.

 

როლანდ ახალაიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ის  მეუღლესთან,  ნანი გაბედავასთან ერთად ზუგდიდში, სარაჯიშვილის ქუჩის #28-ში 123 კვადრატული მეტრის ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 410 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის 50-50%-ს ფლობს.

 

ასევე 50-50 %-ით მათ საკუთრებას წარმოადგენს ზუგდიდში წერეთლის ქუჩა #37-ში 365 კვ.მ-ის ფართობის მიწა.

 

მათ  საკუთრებაშია ხობში, საჯიჯაოში 3000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი.

 

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ნანი გაბედავა „ტოიოტას“ მარკის 2011 წლის მსუბუქ ავტომობილს ფლობს.

 

როლანდ ახალაიას ქონებრივ დეკლარაციაში მონაცემი არაა მისი და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდებისა.

 

ზუგდიდის მაჟორიტარს „ბანკ რესპუბლიკაში“ სახელფასო ანგარიშზე 4488.46 ლარია მითითებული, ხოლო ანაბარზე, ამავე ბანკში 7428 დოლარი.

 

დეკლარაციის მიხედვით,  როლანდ ახალაია ნაღდი ფულის სახით 15 000 ლარს ფლობს. გასულ წელს კი მან ხელფასის სახით 60 390 ლარი მიიღო.

 

როლანდ ახალაია 1950 წლის 1-ლ აპრილს ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში დაიბადა. 

მულტიმედია
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED