ფოთელები მერობის სავარაუდო კანდიდატთა შესახებ [Video]
2012.10.24
ფოთის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ კანდიდატებს ასახელებენ, თუმცა საბოლოოდ რომელ კანდიდატზე შეჩერდებიან პარტიები, გადაწყვეტილი არაა.
გამოკითხულთა უმრავლეოსობის თქმით, მთავარია, ფოთელი და კარგი კაცი იყოს. ისინი სასურველ კანდიდატს პირადი ნაცნობობა– ახლობლობის ნიშნით ასახელებენ.
"კარგი და კეთილი საქმის მკეთებელი, პატრიოტი"– ასე ახასიათებენ სასურველ კანდიდატს, თუმცა, მათის მათი საქმიანობის შტრიხებს ვერ იხსენებენ.
ზოგიერთის თქმით, კანდიდატის საქმიანობას არ იცნობენ, მაგრამ მასში "პატიოსანი ოჯახიშვილობა" მოწონთ.
მოსახლეობის ნაწილი აღნიშნავდა, რომ ჩამოთვლილთაგან მისაღები არც ერთი კანდიდატურაა არაა, ამიტომ საკუთარ ვერსიებზე საუბრობენ, ზოგს მერად ისევ საკრებულოს ამჟამინდელ თავმჯდომარეს, ვანო საღინაძე ან მერის მოვალების ამჟამიდნელი შემსრულებელი, დავით ხომერიკი სურს, ზოგიერთი კი საკრებულოს წევრ გოჩა დოლბაიას ასახელებს.