ბაზრის ცხოვრებით მცხოვრები ქალაქი [Video]

2012.10.23 ავტორი: სოფო ჯალაღანია

"ფოთი ბაზრის ცხოვრებით ცხოვრობს. დაიხურება ბაზარი და ქუჩაში არც ტრანსპორტია, არც ხალხი"- უკმაყოფილებას გამოთქვამდა სამარშრუტო ტაქსების გაჩერებაზე მდგარი შეგვიანებული მგზავრი. TSpress.ge  დაინტერესდა ფოთის აღნიშნულ პრობლემით. როგორც აღმოჩნდა, ფოთელების უმრავლესობა საქალაქო ტრანსპორტის ტარიფითა და მომსახურეობით უკმაყოფილო არიან.

 

სამარშუტო ტაქსები, რომლით მგზავრობაც 50 თეთრი ღირს, (გამონაკლისია #5, რომლის ტარიფი 40 თეთრია), საღამოს 7-8 საათის მერე ქალაქში აღარ მოძრაობენ. საღამოს ფოთში მოსახლეობა მხოლოდ ტაქსებით ან ფეხით გადაადგილდება. ტაქსით უმოკლესი მანძილი 1,5- 2 ლარი ღირს, უფრო დიდ მანძილებზე კი გადახდა მრიცხველის მიხედვით ხდება - 1 კმ საფასური დაახლოებით 40-50 თეთრია.

 

–"თუ სადმე შემაგვიანდება სახლში ფეხით მიწევს წასვლა, რადგან ტაქსით წასვლის საშუალება არ მაქვს, არადა ქალაქიდან საკმაოდ მოშორებით ვცხოვრობ "–აღნიშნავს TSpress – თან საუბრისას ერთ–ერთი მგზავრი.

 

სამარშუტო ტაქსების მუშაობის ადრიანად დასრულებას მოსახლეობა ერთ–ერთ მთავარ პრობლემად ასახელებს. 

 

მგზავრების თქმით, ფოთის სიდიდის გათვალისწინებით, სხვა ქალაქებთან შედარებით, შიდასაქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა ყველაზე ძვირია. ერთ–ერთი მათგანის თქმით, საწვავზე ფასის შემცირება მგზავრობის ტარიფზეც უნდა აისახებოდეს. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, 2005 წელს ლიზინგის წესით, 6 ავტობუსი 347 635 ათას ლარად შეიძინა. მოგვიანებით, თვითმმართველობამ კიდევ 2 ავტობუსი დაამატა. მის მოვლა-შენახვასა და საწვავზე ყოველწლიურად შპს "ფოთიქალაქტრანსპორტს" (თვითმმართველობის 100% წილით დაფუძნებულია-ავტ) 100 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი. ჯამში, საქალაქო ტრანსპორტის შენახვაზე 2005 წლის შემდეგ, 700 ათას ლარამდეა დახარჯული.

 

დღეს, მათგან მხოლოდ 2-3 ავტობუსი მონაცველობით დადის. მიზეზად "ფოთიქალაქტრანსპორტის"ხელმძღვანელის, კახა პერანიძე მათ გაუმართაობას ასახელებს. მისი თქმით, სრულად დატვირთვით მუშაობას მძღოლები ვერ ახერხებენ. პერანიძის განცხადებით, ქალაქს დამატებით ავტობუსები ესაჭიროება. მისი თქმით, მგზავრობის საფასურის გაზრდა საწვავზე ფასების მატებამ გამოიწვია. 

 

"3 ავტობუსიდან, ერთს სარემონტო სამუშაოები უტარდება, 2 მწყობრიდანაა გამოსული და ის შეკეთებას არ ექვემდებარება. მესმის მოსახლეობის პრეტენზია, სრულიად სამართლიანია, მაგრამ გვიანამდე რომ გავაჩეროთ, მეორე დღეს საერთოდ ვერ შეძლებენ მუშაობას, ამიტომ კარგი და უფრო სწორი მოთხოვნა იქნება დამატებით 8 ახალი ავტობუსის შეძენაა,"– განმარტავს პერანიძე. საიდან დგინდება მგზავრობის ტარიფი, ის არ განმარტავს და აცხადებს, რომ ეს მისი კომპეტენცია არაა.

 

 

 

 

 

 



მულტიმედია
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED