ეკა ბესელია – ასეთ სიტუაციაში, როგორ უნდა ესაუბრო მოსახლეობას პარტიის პროგრამაზე?! [Video]

2012.09.21 ავტორი: TS

"ბოლო 4 წლის განმავლობაში, საქართველოს საპატიმროებში 640 პატიმარი გარდაიცვალა"– განაცხადა TSpress- ის სტუდიაში "ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ. მან გადაცემა "რეგლამენტში" პატიმრის წამების ფაქტებსა და წინასაარჩევნოდ შექმნილ მდგომარეობაზე ისაუბრა.

ბესელიამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა. მისი განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტებით, ნორმალური განვითარების ქვეყანაში ყოველ 100 ათას მოსახლეზე 50–60 პატიმარი მოდის, საქართველოში კი, ეს ციფრი ათჯერ მეტია და 500– 600 ადამიანს უდრის. 

 

ბესელიას თქმით, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროოსათვის საქართველოს ციხეებში 25 ათასი პატიმარია, 300 ათასი ადამიანი კი მოსალოდნელი ადმინისტრაციული ზეწოლის საფრთხის ქვეშაა. 

 

"ასეთ მდგომარეობაში, როცა შოკშია საზოგადოება როგორ უნდა ესაუბრო დღეს მოსახლეობას პროგრამაზე?– განმარტა ბესელიამ

 

TSpress- ის სტუდიური დებატების ფორმატის გადაცემა"რეგლამენტში" ეკა ბესელიას ოპონენტი "ნაციონალურ მოძრაობის" ფოთის მაჟორიტარი, თენგიზ სარიშვილი უნდა ყოფილიყო. ის დებატებზე უარი აცხადებს და ბოლო პერიოდში, მისთვის არასასურველ ჟურნალისტებს არც ინტერვიუებზე თანხმდება. 

 

  

 


გადაცემა მომზადებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით. 

პროგრამის ფარგლებში საარჩევნო, პრობლემურ და სხვადასხვა სახის აქტუალურ თემებზე დაგეგმილია 10 გადაცემის მომზადება.

მულტიმედია
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED