"ქრისტიან დემოკრატებისა" და "მემარჯვენეების" მაჟორიტარი კანდიდატების დებატები [Video]

2012.09.18 ავტორი: TS

TSpress- ის სტუდიურ დებატებში "ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობისა" და "ახალი მემარჯვენეების" ფოთის მაჟორიტარმა კანდიდატებმა, ლაშა ბერაიამ და ზაზა ლემონჯავამ ქალაქში არსებულ პრობლემებსა და პარტიის პროგრამებზე ისაუბრეს. 

კითხვაზე, გამარჯვების შემთხვევაში, პირველ პრობლემად რას წამოჭრიდით? - მაჟორიტარებმა თვითმმართველობა დაასახელეს.

 

"ძლიერი თვითმმართველობა ფოთისთვის არის მთავარი საკითხი, ქალაქს უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი სახსრები, დამოუკიდებელი შემოსავლები და არა ის, რასაც უტოვებენ. ფოთი არ უნდა იყოს ცენტრისადმი მავედრებელ მდგომარეობაში,"– განაცხადა ლაშა ბერაიამ.

 

"მემარჯვენე" ზაზა ლემონჯავა იმ კანონის მიღებას მიიჩნევს მნიშვნელოვნად, რომელიც ფოთს შემოსავლებიდან 10%–ის მიღების შესაძლებლობას მისცემს, რითაც ქალაქის არაერთი პრობლემა გადაწყდება. 

 

გადაცემა მომზადებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით. ის რიგით მეოთხე გადაცემაა, რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდა. გადაცემას უძღვება ჟურნალისტი ოთარ გურასპიშვილი.

 

საარჩევნო თემებზე დაგეგმილია 10 გადაცემის მომზადება.

მულტიმედია
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED