ახალგაზრდა პარტიულ აქტივისტთა დებატები [Video]

2012.09.07 ავტორი: TS

TSpress-ის სტუდიურ დებატებში, ოპონირება ერთმანეთს "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ–ერთმა წევრმა, გიორგი ხურცილავამ და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერმა, გიგა გვასალიამ გაუწიეს.

ახალგაზრდებმა გადაცემაში პარტიაში გაწევრიანების პრინციპებსა და მათ მიერ მოწონებული პარტიების პოლიტიკურ კურსზე ისაუბრეს.

 

კოალიციის აქტივისტმა "ნაციონალურ მოძრაობის"მიერ ექსკურსიებზე ახალგაზრდების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით წაყვანსა და თვითმმართველობის მიერ მხოლოდ პარტიული ნიშნით შერჩევაზე ისაუბრა. 

 

ხურცილავამ "ნაციონალების" მხარდამჭერს 8 წლის განმავლობაში ქალაქში აგკეთებული საქმეების ჩამონათვალი თხოვა და იმ მშენებარე ობიექტებსი დასრულების ვადები შეახსენა, რომელიც, მისი თქმით, ახლა მხოლოდ წინასაარჩევნოდ კეთდება. 

 

დებატებში ხალგაზრდები ბოლო დროს ქალაქში მიმდინარე პროცესებსა და აქტუალურ თემებსაც შეეხენ.

 

როგორც "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერმა აღნიშნა, ნიკოლაძის კოშკის ნაწილის დემონტაჟის გადაწყვეტილება მეუფე გრიგოლის თხოვნით მიიღეს. 

 

მან ოპონენტს  "ქართული ოცნების" აქტივისტს მაჟორიტარი კანდიდატის ეკა ბესელიას ტაძრიდან "გაქცევა" შეახსენა. "გრცხვენოდეთ!"-მიმართა მან ოპონენტს.

 

ხურცილავას განმარტებით, პოლიტიკურ პროცესებში ეკლესია არ უნდა ერეოდეს. 

 

ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ახალგაზრდებმა TSpress- ის სტუდიაში დაახლოებით, 40 წთ–ის განმავლობაში ისაუბრეს.

 


გადაცემის ჩაწერისას, ახალგაზრდები კამათისას ხშირად აწყვეტინებდნენ ერთიმეორეს, ან ერთდროულად საუბრობდნენ. ისინი ერთმანეთს გადაცემის დასრულების შემდეგაც დაუპირისპირდნენ და კვლავ უამრავი ბრალდება წაუყენეს ერთიმეორეს.

 

გადაცემა მომზადებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით. ის რიგით მესამე გადაცემაა, რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდა.

 

საარჩევნო, პრობლემურ და სხვადასხვა სახის აქტუალურ თემებზე დაგეგმილია 10 გადაცემის მომზადება.

გიორგი ხურცილავა

გიგა გვასალია

 

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე:

 

"ქართული ოცნების" აქტივისტი VS "ნაციონალების" მხარდამჭერი [Video]

 

დებატები საარჩევნო სიებზე [Video]

 

დებატები საკუთრების ხელყოფის ფაქტებზე [Video]


მულტიმედია
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED