ფოთი არჩევნებამდე 23 დღით ადრე [Video, Photo]

2012.09.07 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთში, არჩევნებიდან რამდენიმე დღით ადრე, რამდენიმე წლის წინ წამოწყებული სამშენებლო–სარემონტო სამუშაოები, დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მშენებლობების ძირითადი ნაწილი სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. 

ქალაქის ცენტრში თითქმის ყველა ობიექტი ხარაჩოშია ჩასმული. ქუჩებში სამშენებლო მასალები განლაგებული, მოძრაობის ტრაქტორები.

 

რუსთაველის რკალზე საკათედრო ტაძრის, თეატრის, კონოთეატრის, "სმარტის" სავჭრო ქსელის, პოლიციის, იუსტიციის სახლის მშენებლობები მიმდინარეობს.

 

რემონტდება მრავალსართულიანი ბინების ფასადები, სხვადსხვა ფრად იღებება თითქმის ყველა კორპუსი, იგება ავარიული და ამორტიზირებული გზები. მიმდინარეობს ქალაქის გამწვანებითი სამუშაოები. 

ქალაქში მიმდინარე სამუშაოთაგან ბევრი, რამდენიმე წლის წინ დაწყებულია.

 

 

ფოთის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში სამშენებლო–სარეკონსტრუქციო სამუშაოები 2005 წელს დაწყო, როცა პრეზიდენტმა ტაძრის გასაღები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს საზეიმოდ გადასცა. მანამდე კი, 1932 წლიდან აქ თეატრი ფუნქციონირებდა.

 

ტაძრის აღდგენითი სამუშაოები, ძირითადად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან  და შემოწირულობებით მიღებული თანხებით მიმდინარეობს.  ბიუჯეტიდან საერთო ჯამში, 6 მლნ ლარზე მეტი თანხაა დახარჯული, ყველაზე დიდი ოდენობის თანხა, 3,8 მლნ ლარი ცენტრალური ბიუჯეტიდან წელს მიიღო.

 

200 6წელს დაიწყო ფოთში ახალი თეატრის მშენებლობა, რომელიც 2008–ში უნდა დასრულებულიყო, ამ დროსითვის სამუშაოებისთვის 5 მლნ ლარზე მეტია დახარჯული, აქედან 2 მლნ ლარი ხელისფლებამ წელს გამოყო.  

 

მიმდინარე წელს დაიწყო პოლიციის გამჭვირალე შენობის მშენებლობა და სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს, გასულ თვეს, მერაბიშვილი ფოთში სტუმრობისას ჩაეყარა საფუძველი იუსტიციის სახლის მშენებლობას.

 

3 წელზე მეტია მიმდინარეობს, "სმარტის" სავაჭრო ქსელის, სადაც კინოთეატრი უნდა განთავსდეს, მშენებლობას "ვისოლი" აწარმოებს. მშენებლობა რამდენიმე თვეა გაჩერებულია, თუმცა ბოლო დღეებში მშენებლობა აქაც განახლდა.

 

ბოლო  2 წელია ფოთის ბიუჯეტში გზებისა (ორმული შეკეთების გარდა) და ფასადების სარემონტო სამუშაოებისთვის თანხა გათვალსიწინებული არ იყო, წელს, გზების მოასფალტირებისა და ტროტუარების შეკეთებისთვის, ხელისუფლებამ 3 მლნ ლარზე მეტი თანხა გამოყო.

 

120 ათასი ლარია გათვალისწინებული ქალაქის გამწვანებითი სამუშაოებისთვის, მათ შორის, აღმაშენებლის ქუჩაზე მრავალწლიანი ხეების გვერდით პალმების დასარგავად.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

 

 

მულტიმედია
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED