მალხაზ არქანიასთან ადვოკატს კვლავ არ უშვებენ

2011.07.26 ავტორი:

დღეს, მსჯავრდებულ მალხაზ არქანიასთან მისი ადვოკატი ლექსო არქანია არ შეუშვეს.  „ყველანაირი დოკუმენტაცია მზად მქონდა და გლდანის #8 საპყობილის ადმინისტრაციას არანაირი უფლება არ ქონდა  ჩემთვის არქანიას ნახვა აეკრძალათ.“განაცხადა  tspress.ge-სთან საუბრისას ადვოკატმა.  მისი თქმით,  მსჯავრდებულთან შესახვედრად გლდანის #8 საპყრობილის დირექტორის  ალექსანდრე  მუხაძის პირადი გადაწყვეტილებით არ უშვებენ.  ლექსო არქანია ამბობს, რომ მისი მოთხოვნის მიუხედავად საპყრობილის ადმინისტრაციას, არ წარმოუდგენია შესაბამისი  დოკუმენტი,  სადაც წერია, რომ მსჯავრდებული მას აცილებას აძლევს.  „ გვითხრეს ამ დოკუმენტს ხვალ გადმოგცემთო. დარწმუნებული ვარ ამ საღამოს მასზე განხორციელდება ფიზიკური ზეწოლა და განცხადებას დღევანდელი თარიღით, წამების ქვეშ დააწერინებენ.“ - აცხადებს ადვოკატი. გუშინ 1 საათზე, გლდანის #8 საპყობილესთან ადვოკატებმა ზაზა ხატიაშვილმა, ელგუჯა ჩხაიძემ, ეკა ბესელიამ, მანანა კობახიძემ, ლადო მაჭარაშვილმა, ქეთი ბექაურმა, გელა ნიკოლაიშვილმა და ლექსო არქანიამ  საპროტესტო აქცია გამართეს. რის შემდგაც, ადვოკატებმა  ეკა ბესელიამ, ქეთი ბექაურმა, გელა ნიკოლაიშვილმა და  მანანა კობახიძე მსჯავრდებულ არქანიასთან შეხვედრა მოახერხეს. ადვოკატი არქანიას განცხადებით, მალხაზ არქანიას ესაჭიროება, როგორც სამედიცინო, ისე ფსიქოლოგოური გამოკვლევები, რადგან  მასზე ხორციელდება, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ზეწოლა. მალხაზ არქანია, მიმდინარე წლის 5 თებერვალს ენგურის ხიდზე ქართველმა სამართალდამცავებმა ნარკოტიკების გადატანის ბრალდებით დააკავეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მისი ოჯახის წევრები 14 კვირის განმავლობაში უშედეგოდ ითხოვდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო  პროკურორთან, როლანდ ახალაიასთან შეხვედრას. მოგვიანებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, საპყრობილედან მალხაზ არქანიას წერილი, გამოიტანა, სადაც ის მასზე განხორციელებული ძალადობისა და ზეწოლის დეტალებს აღწერს.   სოფო ხუბულავა  

Import
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED