არასამთავრობოები მესტიაში საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებების გადახედვას ითხოვენ

2011.07.12 ავტორი:

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მესტიაში საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე რეკომენდაციები წარმოადგინეს. ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ (ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია"), პროექტის "საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა" მეორე ეტაპის შედეგების პრეზენტაცია გამართა. ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში გამართულ პრეზენტაციაზე მესტიაში  ადგილობრივი  მოსახლეობის  საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს. დაბა მესტიის მკვიდრთათვის საკუთრების ჩამორთმევის ფაქტების გარდა, ორგანიზაციებმა საუკუნეების განმავლობაში, "ტრადიციულ მფლობელობაში" არსებული მიწის ნაკვეთების დაკანონებასთან დაკავშირებული სირთულეების ფაქტებიც გამოიკვლიეს. „პირველ რიგში, უნდა გადაისინჯოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის მესტიის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელთა კომპეტენტურობის საკითხი და საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერება.  ჩვენს მიერ შესწავლილ შემთხვევევბში, აშკარად  აქვს ადგილი კანონგადაცდომას.“-განაცხადა Tspress.ge-სთან საუბრისას პროექტის ერთ-ერთმა მონაწილემ,  თინიკო ბოლქვაძემ. მისი თქმით, გადასახედია   საკუთრების რეგისტრაციისათვის სავალდებულო გადასახადის ოდენობა.  მაღალმთიან რეგიონებში, მოსახლეობის შემოსავალთან შედარებით მიწის გადასახადი ძალიან დიდია და მისი შემცირებაა საჭირო. არასამთავრობო ორგანიზაციები პროექტს ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მხარდაჭერით ახორციელებენ. პირველ ეტაპზე მათ სოფელ გონიოში ორასზე მეტი მოქალაქისთვის საჩუქრად გადაცემული და დაკანონებული მიწების უკან ჩამორთმევის შემთხვევები გამოიკვლიეს. ნინო თუნთია  

Import
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED