Tspress.ge-მ ეკონომიკის მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა

2011.09.22 ავტორი:

ინტერნეტ გამოცემა Tspress.ge-მ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ვერა ქობალიას ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა. გამოცემა, სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 2011 წლის 5 სექტემბრის #08/19379 აქტის ბათილად ცნობას და საჯარო ინფორმაციის სრულად გაცემას ითხოვს. Tspress.ge-მ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 2011 წლის 05 აგვისტოს მიმართა და შემდეგი ინფორმაცია მოითხოვა: 1. ფოთის ნავსადგურის გასხვისებასთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულების ასლი, ტენდერის გამოცხადების შესახებ გამოქვეყნებული განცხადების, ტენდერის პირობები და სხვა პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებების ასლები, სატენდერო კომისიის მიერ ჩატარებული ყველა სხდომის ოქმის ასლი. 2. ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის გასხვისებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციები, კერძოდ, მფლობელის ვინაობა; გასხვისების თარიღი; სახელმწიფოს მხრიდან ცენტრის ახალ მფლობელთან გაფორმებული ხელშეკრულება და გასხვისების სამართლებრივი საფუძველი. სამინისტროს 2011 წლის 5 სექტემბრის #08/19379 წერილით კი,  მხოლოდ განცხადების მეორე პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია მიიღო. პირველ პუნქტთან დაკავშირებით სამინისტროს წერილში მითითებულია, რომ ,,[...] ფოთის ნავსადგურის გასხვისებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე ინფორმაციის გაცემა, ამავე ხელშეკრულების თანახმად საჭიროებს მხარესთან შეთანხმებას.’’ გამოცემა მიიჩნევს, რომ სამინისტროს პასუხი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. მითითებული ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის უარი კი, სრულიად უმოტივაციოა. წერილის პირველი პურნქტით, ხელშეკრულების ასლის გარდა, გამოცემა სხვა ინფორმაციებსაც ითხოვდა, თუმცა არ მიუღია. პასუხისმგებელმა პირმა არ გაითვალისწინა  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1.მ და  მე-40 მუხლები, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს გასცეს საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ ან არა უგვიანეს 10 დღისა. რაც შეეხება,  ხელშეკრულების ასლის გაცემაზე უარს: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლით,  საჯარო ინფორმაცია ღიაა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით სახელმწიფო, კომერციულ და პირად საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა. სამინისტროს პასუხში  მითითებული არ არის, კანონით განსაზღვრულ რომელ საიდუმლოებას მიეკუთვნება მოთხოვნილი ინფორმაცია. ინფორმაციის გასაიდუმლოების, მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრა კი, საკმარისი არ არის. ამასთან, კონკრეტული  ინფორმაციის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობის  შემ-თხვევაში, შესაძლებელია მისი გასაჯაროება. ფოთის ნავსადგური სტრატეგიულ ობიექტია, ინფორმაცია ეხება მის გასხვისებას, ნავსადგურის მიმართ არსებობს საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, შესაბამისად ეს ინტერესი გადასწონის კომპანიის ინტერესს.

Import
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED