ფოთის საოლქოში მეორე ტურის საჩივრები განიხილეს [Video]

2016.11.01 ავტორი: TS

ფოთის #61 მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში შესული 6 საჩივარი განიხილეს.

გურიის #15 უბნიდან ორი საჩივარი შევიდა. ამ უბნიდან შემოსული პირველი საჩივრის მიხედვით, რომელიც დაიწერა  „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლის, ირაკლი თარგამაძის მიერ, საოლქომ გასცა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - შენიშვნა უბნის თავმჯდომარეს, თამარ წერეთელს და უბნის კომისიის სხვა წევრებს.

 

ამავე უბნიდან შემოსულ მეორე საჩივარში ეწერა, რომ გადასატანი ყუთი არ იყო დალუქული. საოლქომ აქაც იგივე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მიიღო. როგორც საოლქოში განმარტავენ, ხმების დათვლის დროს ყუთში არსებული ბიულეტენები და ამომრჩეველთა რაოდენობა იყო შესაბამისობაში.

 

ფოთისა საკრებულოს წევრის, თამაზ სოსელიას უბანზე დამკვირვებლის სტატუსით ყოფნის გამო დაიწერა საჩივრები ფოთის #20-ე #21- უბნებზე. სოსელია არჩევნების მეორე ტურში „ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციიდან“ იყო წარდგენილი დამკვირვებლად.

 

მოქმედი კანონით, საკრებულოს წევრს, არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა ეკრძალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

 

ფოთის საოლქომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი თამაზ სოსელიას უბანზე ყოფნის შესახებ დააკმაყოფილა და თამარ სოსელიას დამკვირვებლის სტატუსი შეუჩერდა.

 

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ საჩივრები ასევე დაიწერა გურიის #40 #41 უბნებზე. საჩივრის მიხედვით, ამომრჩეველმა, ია გობრომაძემ ხმის მიცემის შემდეგ საარჩევნო უბანი არაერთგზის მითითების მიუხედავად დროულად არ დატოვა. როგორც საოლქოში აცხადებენ, გობრომაძე პირველ ტურში „რესპუბლიკური პარტიის“ დამკვირვებელი იყო. მეორე უბანზე ითხოვდნენ უბნის თავმჯდომარის, გრიგოლ ხურციძის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხს, თუმცა ფოთის საოლქომ დღევანდელი განხილვის შედეგად საჩივარი არ დააკმაყოფილა.

  

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED