ზუგდიდელებს პარლამენტში 3 „ნაციონალი“ და 2 „ქართული ოცნების“ დეპუტატი ყავთ

2016.10.31 ავტორი: TS

ახალი მოწვევის პარლამენტში ზუგდიდელებს 5 დეპუტატი ყავთ. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურის შედეგებით, პარლამენტში ზუგდიდიდან 3 პარლამენტარი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ხოლო 2 „ქართული ოცნებიდან“ შევიდნენ. 

„ნაციონალური მოძრაობიდან პარლამენტის წევრები პირველ ტურში გახდნენ პარტიული სიის #13 ლელა ქებურია, #22 ლაშა დამენია და #24 თენგიზ გუნავა. „ქართული ოცნებიდან“, მეორე ტურის შედეგებით, პარლამენტში მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია წარმოადგენენ ზუგდიდის თემსა და ქალაქს. 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მერაბ ქვარაიამ ამომრჩეველთა ხმების 70.17% (9373 ხმა) მიიღო, ედიშერ თოლორაიამ - 71.09%(13627 ხმა).

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED