ირაკლი ხახუბია ფოთის 43-ვე საარჩევნო უბანზე ლიდერობს

2016.10.30 ავტორი: TS

ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური, ფოთში "ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ხახუბიამ მოიგო. ხახუბიამ სულ 75.53 % (15918 ხმა) დააგროვა. ხმის დათვლის პროცედურა ყველა უბანზე დასრულებულია. 

საოლქოს მონაცემებით, შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, ფოთის ყველა უბანზე არჩევნები "ქართული ოცნების" კანდიდატმა მოიგო. 

 

ფოთის საოლქო- საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 21 429 ამომრჩეველმა მიიღო. რაც საერთო ამომრჩევლის რაოდენობის 41,04% -ს შეადგენს. 

 

"ქართული ოცნება" ფოთში გამარჯვებას ზეიმობს.


"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბისა და მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ხახუბიას მხარდამჭერები ფოთის ქუჩებში მანქანების საყვირებითა და დროშებით მოძრაობენ და ასე აღნიშნავენ გამარჯვებას.

 

ფოთის საარჩევნო ოლქის შემადგენლობაში სულ 43 საარჩევნო უბანი შედის აქედან ფოთში - 32 , გურიაში კი- 11 უბანია.

 

 

 

 

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED