არჩევნების წინასწარი მონაცემებით ფოთში ირაკლი ხახუბია ლიდერობს

2016.10.30 ავტორი: TS

ფოთში, ხმის დათვლის პროცედურა 20 მდე საარჩევნო უბანზე უკვე დასრულებულია. წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ფოთში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია ლიდერობს.

საოლქო- საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის 15 საარჩევნო უბნის მონაცემები შევიდა.

 

საოლქოში განმარტავენ, რომ საუბნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, ყველა უბანზე სადაც ხმის დათვლის პროცედურა დასრულებულია გამარჯვებული "ქართული ოცნების" კანდიდატი, ირაკლი ხახუბიაა.

 

ფოთის საარჩევნო ოლქის შემადგენლობაში სულ 43 საარჩევნო უბანი შედის აქედან ფოთში - 32 , გურიაში კი- 11 უბანია. 

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED