ფოთში ამომრჩევლის აქტივობამ 41,04% შეადგინა

2016.10.30 ავტორი: TS

ფოთის საოლქო- საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 21, 429 ამომრჩეველმა მიიღო. რაც საერთო ამომრჩევლის რაოდენობის 41,04% -ს შეადგენს. 

დღის განმავლობაში, კენჭისყრის მიმდინარეობისას ამომრჩევლის აქტივობა 17:00 საათისთვის 34,93 %  (18236 ამომრჩეველი) იყო. 12 სთ -ზე -  16, 05 %-ს (8379 ამომრჩეველი).

 

8 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში, ამომრჩევლის აქტივობა 53,21%-ს (27813 ამომრჩველი)  შეადგენდა.

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ფოთის საოლქოში   - 52 212 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ფოთის საარჩევნო ოლქის შემადგენლობაში შედის გურიის - ოზურგეთის და ლანჩხუთის რაიონის მოსახლეობის ნაწილი. ოლქში სულ 43 საარჩევნო უბანი იყო. აქედან ფოთში - 32 , გურიაში კი- 11 უბანი. 

 

 

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED