ფოთის საკრებულოს წევრი არჩევნებში დამკვირვებლად უკანონოდ მონაწილეობდა

2016.10.30 ავტორი: TS

„ნაციონალური მოძრაობის“ მტკიცებით, ფოთის საკრებულოს წევრი თამაზ სოსელია ერთ-ერთი არასამთავრობოს სახელით არჩევნებს აკვირდებოდა, რისი უფლებაც მას კანონით არ ჰქონდა. აღნიშნულზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საოლქოს საჩივრით მიმართა.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის თქმით, ფაქტი #20 და #21 საარჩევნო უბნებზე დააფიქსირეს.

 

ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ პრობლემა დაუყონებლივ აღმოიფხვრა.

 

საარჩევნო უბნებზე საკრებულოს წევრი, თამაზ სოსელია დამკვირვებლად ა/ო „ახალგაზრდა რეფორმატორთა ორგანიზაციის" სახელით დარეგისტრირდა. დამკვირვებლის სააკრედიტაციო ბარათი ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიამ გასცა.

 

ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაია განმარტავს, რომ სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლების სამუშაო ადგილების მოკვლევა მათ კომპეტენციაში არ შედის.

 

„ჩვენ კანონის დაცვით გავეცით აკრედიტაცია.“- განმარტავს როდონაია.

 

მოქმედი კანონით, საკრებულოს წევრს, არჩევნებში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა ეკრძალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2 000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

 

ფოთის საკრებულოში თამაზ სოსელია "ქართული ოცნების" სიით მეორე ნომრად შევიდა. ის ფოთში "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი იყო. სოსელია წინა წლებში, "კონსერავტორების" ფოთის ორგანიზაციას, ხოლო უფრო ადრე "თავისუფალ საქართველოს" ფოთის ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.

 

2014 წლის 6 ივნისს, საკრებულოს წევრმა თამაზ სოსელიამ, ნასვამ მდგომარეობაში ფოთის ერთ-ერთ რესტორანში შელაპარაკებისას, საკუთარ თანაპარტიელი და მეზობელი გენადი ბელქანია დანით დაჭრა. დაჭრილი ქუთაისის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი და საქმე სს კოდექსის 117-ე მუხლით აღიძრა, თუმცა სოსელია არ დასჯილა. მის პასუხისგებაში არმიცემას ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ეკა ბესელიას მფარველობას უკავშირებენ.

 

ამავე თემაზე: 

 

შსს ფოთის საკრებულოს წევრის მიერ მოქალაქის დაჭრის ფაქტს ადასტურებს

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED