ფოთში ამომრჩეველს ჯერ მარკირების კვალი აღმოაჩდა, შემდეგ - არა [Video]

2016.10.30 ავტორი: TS

ფოთში, #4 საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩეველი თეა აბრამია, რომელსაც კომისიის მტკიცებით, მარკირება გავლილი ქონდა, განმარტებას აკეთებს. მისი თქმით, მისთვის უცნობია, რატომ უჩვენა დანათების აპარატმა მარკირების კვალი, როცა მას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. ის ამბობს, რომ აღნიშნულის გამო ხმის მიცემა ვერ შეძლო. 

თეა აბრამიას თქმით, მან მოგვიანებით შეიტყო, რომ გამოცემა "მთავარი თემა სამეგრელოში" წერდა, თითქოს ის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი იყო და თითქოს ხელმეორედ ცდილობდა უბანზე ხმის მიცემას. მისი მტკიცებით, ის არ არის "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი და აცხადებს, რომ მხარს მმართველ გუნდს უჭერს. 

 

"სწორედ ამ ინფორმაციამ აღმაშფოთა და ამ მიზეზით მივედი საოლქო კომისიაში და უბანზეც. დავაფიქსირე, რომ ეს იყო შეცდომა და რომ არ ვარ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი. რა დროსაც გავიარე ხელახალი შემოწმება და ხელახალი შემოწმების დროს მარკირება აღარ დამიფიქსირდა. როგორც განმიმარტეს თავიდან აღმომაჩნდა ისეთი ლაქა, რომელიც მარკირების მსგავს კვალს ტოვებს"- განმარტავს აბრამია.

 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მარკირების კვალი არ ჩანდა, ხმის მიცემის უფლება არ მისცეს, რადგან ჩანაწერთა ჟურნალში მისი მონაცემები, როგორც მარკირებაგავლილის უკვე შეტანილი იყო.

 

ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება საუბნო კომისიამ ხმათა უმრავლესობით მიიღო.

 

"როცა ამ ქალბატონს უბანზე აღმოუჩინეს მარკირება, პროტესტი არ გამოუთქვამს, ისე დატოვა უბანი. დაახლოებით 2 საათში ისევ ბრუნდება უბანზე და მას მარკირება აღარ აქვს. ამის შემდეგ კომისიამ იმსჯელა ამ საკითხზე და შესაბამისად ეს ადამიანი ვერ მიცემს ხმას, რადგან მარკირება ხან უფიქსირდება და ხან არა, რაზეც ჩანაწერი გაკეთდა"- განაცხადა როდონაიამ.

 

 

 

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED