ფოთში მარკირებაგავლილი ამომრჩეველი ხმის მიცემას ცდილობდა

2016.10.30 ავტორი: TS

ფოთში, მე-4 საარჩევნო უბანზე, ორ ამომრჩეველს მარკირება გავლილი აღმოაჩნდა. კომისიის წევრებმა მათ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მისცეს და უბანი დაატოვებინეს.

"კომისიის წევრმა, ნაკადის კონტროლის დროს დააფიქსირა, რომ ამომრჩევლებს მარკირება უკვე გავლილი ქონდათ, რის შესახებაც კომისიის სხვა წევრებსაც შეატყობინეს და ხმის მიცემის უფლება არ მისცეს"-  განაცხადა საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ, რომან მიქაძემ.

 

მისი თქმით, ფაქტზე საჩივარი არ დაწერილა, რადგან პრობლემა დაუყონებლივ აღმოიფხვრა და ამომრჩევლებმა: თეა აბრამიამ და მარინე ჯანელიძემ უბანი დატოვეს. 

 

"რომელი პარტიის მხარდამჭერია და ვისი ამომრჩეველი, ამას ვერ ვკითხავდით. ამის დადგენა არ დაგვიწყია"- აღნიშნა მიქაძემ.

 

 

 

 

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED