ბექა ბასილაიამ ხმა ფოთის მე-20 უბანზე მისცა [Video]

2016.10.30 ავტორი: TS

"ნაციონალური მოძრაობის" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბექა ბასილაიამ კენჭისყრაში მონაწილეობა ფოთის, #20 საარჩევნო უბანზე მიიღო. 

"ხმა მივეცით იმას, რომ საქართველოში არ მოხდეს ოლიგარქის მიერ ხელისუფლების უზურპაცია" - განაცხადა კანდიდატმა. 

 

ბექა ბასილაიას განმარტებით, ფოთში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა მისი თქმით, ქვეყნის მასშტაბით, თავისუფალი არჩევნები არ ტარდება.

 

"ქვეყნის მასშტაბით, იმ ოლქებში, სადაც განსაკუთრებით უჭირს "ქართულ ოცნებას" ადგილი აქვს სხვადასხვა ძალადობრივ ქმედებებს. ამიტომ  ზოგადი კონტექსტის გამომდინარე ეს არჩევნები არ შეიძლება თავისუფალ არჩევნებად შევაფასოთ"- აღნიშნა ბასილაიამ. 

 

 

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED