ბარიერვერგადალახულმა ორმა პარტიამ კომისიის წევრები გაიწვია
2016.10.28
„გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ“ ყველა საუბნო საარჩევნო კომისიიდან, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ კი, 5 უბანზე საკუთარი წევრები გაიწვიეს. ფოთის N61 მაჟორიტარულ ოლქში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების საკონკურსო საბუთების წარდგენა გუშინ დასრულდა, ხოლო დღეს მათი ჩანაცვლება უნდა მოხდეს.
„თავისუფალმა დემოკრატებმა“ კომისიის წევრები #14, #15, #17, #22 და #42 საარჩევნო უბნებზე შეცვალეს.
26 ოქტომბერს ფოთის N61 მაჟორიტარულმა ოლქმა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. საბუთების მიღება 27 ოქტომბერს დაიწყო. საოლქოში სულ 34 განაცხადი შევიდა.