ირაკლი ხახუბია საუბნო კომისიის წევრებს ფოთის მერიაში შეხვდა [Video]

2016.10.22 ავტორი: TS

ფოთის საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრები მერიის ადმინისტარციულ შენობაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატ ირაკლი ხახუბიას, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანსა და დანიშნულებაზე შეხვედრიდან გამოსულმა კომისიის წევრებმა კომენტარი არ გააკეთეს. Tspress- შეხვედრაზე არ დაუშვეს. შენობის შესასვლელში გადაღებული გადაღებული კადრების მიუხედავად, სადაც კარგად ჩანან შეხვედრის მონაწილეები, შეხვედრა საერთოდ უარყვეს „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ირაკლი ხახუბიამ და მისი შტაბის წევრებმა.

ფოთის მერიის შენობაში, საუბნო კომისიის წევრებმა შეკრება სამუშაო საათის დასრულების შემდეგ,  დაახლოებით 19 სთ-ზე დაიწყეს.

 

კომისისი წევრებმა TSpress - თან საუბარში დაადასტურეს, რომ საუბნო კომისიის წევრები იყვნენ და მერიაში შეხვედრაზე იყვნენ დაბარებულები.

 

„მე-20 უბნის კომისიის წევრი ვარ, შეხვედრაზე ვარ დაბარებული, არვიცი ვისთან, არც ვიცი რა ხდება“- განმარტა ერთ-ერთმა კომისიის წევრმა.

 

კომისიის წევრებთან ერთად მერიის ადმინისტრაციულ შენობაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია, ბიზნესმენი „ქართული ოცნების“ შემომწირველი, კახაბერ ლატარია, ( ის ხახუბიას ბიზნესპატრნიორია, რომელიც წინა წლებში "ნაციონალურ მოძრაობას" აფინანსებდა) საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი/წევრები: ნანა თოფურია, ლელა ბურკვაძე და გია დარჯანია იმყოფებოდნენ.

 

შეხვედრაზე მისულმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ხახუბიამ კომისიის წევრებთან შეხვედრა უარყო. მისი თქმით, ის არასამუშაო დროს მერიაში ახლობელთან შესახვედრად მივიდა.

 

„ჩემს პირად საქმეზე ვარ, პირად ახლობელთან“- განმარტა მერიის შენობაში შესვლის დროს ხახუბიამ.

 

საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, ლელა ბურკვაძემ კი, შენობაში კომისიის წევრების ყოფნა არ დაადასტურა და არც იმ დროს მერიაში მისვლის მიზეზი განმარტა.

 

„რომელია კომისიის წევრი ერთი მაჩვენეთ?!“- განაცხადა მერიის მისაღებში მდგარმა ბურკვაძემ, რომელიც TSpress-თან საუბრისას კომისიის წევრების შენობაში შესვლის ფაქტს ხედავდა.

 

„ქართული ოცნების“ კანდიდატთან და შტაბის ხელმძღვანელებთან საუბნო კომისიის წევრების  შეხვედრა უარყო საკრებულოს წევრმა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, გია დარჯანიამ. მისი თქმით, ის შენობაში, როგორც საკრებულოს წევრი, „გადატვირთული სამუშაო გრაფიკის“ მიზეზით იმყოფებოდა.

 

„არ მჯერა, რომ ახლა ამ შენობაში კომისიის რომელიმე წევრთან შეხვედრა მიმდინარეობს. ნანა თოფურია ჩემს მსგავსად არის „ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი. ის რომ თოფურია ახლა, აქ ხვდება კომისიის წევრებს, აბსოლუტური სიცრუეა.“- განაცხადა დარჯანიამ, მიუხედავად იმისა, რომ TSpress -მა გადაიღო კომისიის წერვებთან ერთად ნანა თოფურიას შენობაში შესვლა-გამოსვლის კადრები.

 

შეხვედრა გვიან დასრულდა. კომისიის წევრებმა მერიის შენობა უკომენტაროდ დატოვეს.  „არანაირი კომისიის წევრი არ ყოფილა, მე არ მინახავს და თქვენ თუ ნახეთ მე არ ვიცი“- განაცხადა ხახუბიამ, რომელიც მერიის შენობიდან კომისის წევრებთან ერთად გამოვიდა.

 

შეხვედრის მიმდინარეობისას მერიაში იმყოფებოდა ფოთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანი კილასონია. მისი თქმით, ის არ არის ინფორმირებული რა სახის შეხვედრა მიმდინარეობს და ვის ხვდებიან კომისიის წევრები მერიაში.

 

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ, საუბნო კომისიების შემადგენლობის დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე, 5 სექტემბერს, „ნაციონალური მოძრაობამ“ „ქართული ოცნება“ საოლქოს საქმიანობის ჩარევაში და საუბნო კომისიების საკუთარი ინტერესებით დაკომპლექტებაში დაადანაშაულა.

 

მათი თქმით, მმართველი გუნდმა თავად შეადგინა კომისის წევრების სია. „ნაციონალების“ განცხადებით, მათ კომისიის თავისუფალ წევრები პარტიული ნიშნით შეარჩიეს, რომლებთაც ტრენინგს „ქართული ოცნების“ გუნდის წევრები უტარებდნენ. აღნიშნულზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვიდეომასალაც გაავრცელა.

 

 

 

 

ამავე თემაზე:

საუბნო კომისიათა თავმჯდომარეები და დამოუკიდებელი წევრები მმართველი პარტიიდან




საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED