ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატები მეორე ტურის შესახებ [Video]

2016.10.18 ავტორი: TS

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატის ხელახლა არჩევას სახელისუფლებო და ოპოზიციის კანდიდატები დემოკრატიულ პროცესს უწოდებენ. 

„ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ხახუბია არჩევნების მეორე ტურს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებით გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, მეორე ტური არჩევანია ნათელსა და ბნელს შორის, ადამიანურობასა და არაადამიანურობას შორის, სახელმწიფოებრიობასა და ერთპიროვნულ მმართველობას შორის.

 

„4 წლის შემდეგ ისევ გვიპირისპირდება ძალა, რომლის მმართველობის შედეგი კარგად ახსოვთ ფოთშიც, გურიაშიც და მთელს საქართველოშიც. ძალა, რომელიც ცდილობს, საზოგადოება დააბრუნოს წარსულში. ძალა, რომელიც წლების მანძილზე ნერგავდა შიშს, ტერორს, უსამართლობას, სიღარიბეს და ადამიანების შეურაცხყოფას, კლავდა ბიზნესს, კლავდა განათლებას და კლავდა იმედს. მაგრამ ეს ძალა ცდება, როცა ვერ აფასებს საზოგადოებას სათანადოდ. ძალას, რომელმაც პოლიტიკაც და სახელმწიფო მმართველობაც აქცია ძალადობად 4 წლის წინ მთელმა საქართველომ უთხრა უარი. ამ ძალას საზოგადოებამ უარი უთხრა 8 ოქტომბერსაც და ეტყვის მომავალშიც იმდენჯერ, რამდენჯერაც საჭირო იქნება. ადამიანები კეთილი ნებით სიკეთის საკეთებლად ერთიანდებიან.“ - აღნიშნულია ხახუბიას განცხადებაში.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ბექა ბასიალაიამ მეორე ტურის ჩატარება ბრიფინგზე შეაფასა. მისი თქმით, მეორე ტური იქნება არჩევანი დემოკრატიულ პროცესსა და ოლიგარქიულ დიქტატს შორის.

 

"ამ ქვეყანას ნამდვილად ჭირდება დაბალანსებული ხმა პარალამენტში. ჩვენ არ უნდა მივცეთ ბიძინა ივანიშვილს შეასძლებლობა, რომ მის ხელში მოხდეს აბსოლუტური ძალაუფლების კონცეტრაცია"- განაცხადა ბასილაიამ. 

 

ორივე კანდიდატი ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისკენ და "სწორი არჩევანის" გაკეთებისკენ მოუწოდებს. 

 

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED