ფოთის საოლქომ კენჭისყრის ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი არ განიხილა [Video]

2016.10.10 ავტორი: TS

დღეს, ფოთის საოლქო კომისიამ იმსჯელა განეხილათ თუ არა, არჩევნების დღეს ოლქში შესული საჩივარი. კომისიამ ხმათა უმრევლსეობით, საჩივარი განუხილველი დატოვა.

ფოთის საოლქო კომისიას საჩივრით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა მიმართა. იგი ეხებოდა, გურიაში, სოფელ ნატანებში კენჭისყრის პროცესის ფარულობის დარღვევას, რომელსაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ახდენდნენ.

 

თუმცა, განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, რაში გამოიხატებოდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა. საჩივარში მითითებულია, რომ მომხდარზე საუბნო კომისიის თავმჯდომარეს რეაგირება არ მოუხდენია.

 

დარღვევის არსის დეტალები, კომისიის სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, მიხეილ პაჭკორიამ განმარტა.

 

მისი თქმით, "ქართული ოცნების" ორი დამკვირვებელი, საარჩევნო კაბინის ფარდას წევდნენ და ხმის მიცემის პროცესს აკვირდებოდნენ, რითაც ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალებას არ აძლევდნენ.

 

"ხმის მიცემის ფარულობა კანონის მთავარი მოთხოვნაა და როცა ამის შეზღუდვა ხდება ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. საჩივარში დასახელებულია "ქართული ოცნების" იმ დამკვირვებლების ვინაობა ვინც კენჭისყრის ფარულობას არღვევდნენ. ვფიქრობ, ისინი სხდომაზე უნდა მოსულიყვნენ და საჩივარის განხილვა მომხდარიყო და ამის შემდგომ მიეღო საოლქოს გადაწყვეტილება, აღნიშნული უბნის თავმჯდომარეს სადაც დარღვევა მოხდა, გაფრთხილებას მისცემდა, თუ რა სანქციას დაუწესებდა."- განაცხადა პაჭკორიამ.

 

ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარის, სალომე როდონაიას განმარტებით.  საჩივარში დაკონკრეტებული არ იყო კონკრეტული ფაქტი, რაც კანონის თანახმად საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

 

"ასევე, უბანზე მყოფი სხვა პირების დახმარებით დადგინდა, რომ საჩივრის დაწერის შემდგომ, "ქართული ოცნების" ის კონკრეტული პირები უაბნზე არ იმყოფებოდნენ. შესაბამისად გამოდის, რომ პრობლემა იმავდროულად, კენჭისყრის მიმდინარეობის დროს უკვე მოგვარებული იყო "- აღნიშნა როდონაიამ.

 

მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი საუბნო კომისიის თავმჯდომარეზე საყვედურის ან შენიშვნის გამოცხადების საფუძველს არ იძლევა.

 

8 ოქტომბერს, ფოთის საოქლო კომისიაში ერთი საჩივარი შევიდა. 

 

 

საჩივრის ასლი

 

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED