ფოთში არჩევნების მეორე ტური გაიმართება

2016.10.10 ავტორი: TS

ფოთში, პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატის ასარჩევად არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატები მიიღებენ. 

საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ფოთში, საჭირო ხმები მაჟორიტარობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

"ქართული ოცნების" ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ირაკლი ხახუბიამ ხმების - 47.86 % მიიღო, "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბექა ბასილაიამ - 26 %.

 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით,  არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნების მონაწილეთა ნახევარზე მეტმა.

 

თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე იმართება არჩევნების მეორე ტური.

 

არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში უკეთესი შედეგის მქონე ორ კანდიდატს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. 

 

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED