წინასწარი მონაცემებით, ფოთში შესაძლოა მეორე ტური გაიმართოს

2016.10.09 ავტორი: TS

ფოთში, 29 უბნის შედეგების მიხედვით, სახელისუფლებო პარტიამ 48,12% (8681 ხმა) დააგროვა. მას მოსდევენ: "ნაციონალური მოძრაობა"  27,31% -ით (4927 ხმა), "თავისუფალი დემოკრატები" - 4.63% (837 ხმა), "ეროვნული ფორუმი"  - 4.46% (805 ხმა), პაატა ბურჭულაძე -სახელმწიფო ხალხისთვის - 3.7% (668 ხმა), "რესპუბლიკური პარტია" - 0,88% (160 ხმა). კანდიდატებსაც დაახლოებით ამდენივე ხმა აქვთ მცირედი ცდომილებით. საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ფოთის მაჟორიტარულ ოლქში სულ 43 საარჩევნო უბანია. ცესკო-ს მონაცემებით, ამ დროისათვის 14 უბნის შედეგები დათვლილი არაა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით,  არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც ხმა მისცა არჩევნების მონაწილეთა ნახევარზე მეტმა. 

 

თუ არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, პირველი ტურის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან ორი კვირის თავზე იმართება არჩევნების მეორე ტური.

 

არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება პირველ ტურში უკეთესი შედეგის მქონე ორ კანდიდატს. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს. 

 

 

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED