საარჩევნო სუბიექტების დაპირებები ISFED-ის ანგარიშში

2016.10.04 ავტორი: TS

„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლები ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებიან პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიას. ორგანიზაცია სტატისტიკურად აღრიცხავს მხოლოდ იმ შეხვედრებს, რომლებსაც კოორდინატორები უშუალოდ ესწრებიან. წინა პერიოდთან შედარებით პარტიების მიერ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრების რაოდენობა გაორმაგებულია.

„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორები 2016 წლის 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საარჩევნო სუბიექტების მიერ გამართულ 643 საჯარო შეხვედრას დაესწრნენ.

 

ორგანიზაციის გრძელვადიანი დამკვირვებლები საჯარო შეხვედრებისას კანდიდატებისა თუ პოლიტიკურ პარტიების დაპირებებსაც აღრიცხავენ. წარმოგიდგენთ საარჩევნო სუბიექტების მიერ გაცხადებულ წინასაარჩევნო დაპირებებს ზედმიწევნით სიზუსტით, როგორც იქნა გაჟღერებული ამომრჩეველებთან შეხვედრისას:


„,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“

ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულება და ახალი პროექტების ინიცირება:

 

- 2020 წლისთვის 2000 სოფლის ინტერნეტით უზრუნველყოფა;
- საბაგირო გზის მშენებლობა - მარშრუტი: ნუკრიანი- სიღნაღი - წნორი; - ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის რეაბილიტაცია;
- საირმის გზის რეაბილიტაცია;
- ახმეტა-თიანეთის გზის მშენებლობა,რომელსაც სატრანზიტო ფუნქცია ექნება;


- აბასთუმნის რეაბილიტაცია;
- ჩქაროსნული მატარებელი მარშრუტით: თბილისი-სიღნაღი-ლაგოდეხი; - ზემო სვანეთისა და რაჭა ლეჩხუმის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა; - მამისონის უღელტეხილზე რუსეთთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა.


სოფლის მეურნეობის განვითარება:
- შეღავათიანი აგროკრედიტების გაცემა; - მოქნილი აგრო დაზღვევის სისტემა;
- მიწების უფასო რეგისტრაცია.


სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოგვარება: - დასაქმების პრობლემის მოგვარება;
- რუსთავისთვის თავისუფალი ეკონომიკური/ინდუსტრიული ზონის სტატუსის მინიჭება;
- მცირე მეწარმეების გათავისუფლება გადასახადისგან; - საშემოსავლო გადასახადის შემცირება 10%-მდე;
- რუსთავში უახლესი ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფილიალის გახსნა, სადაც ჩატარდება საკვლევი-სამეცნიერო სამუშაოები;
- ფერმერებისა და მცირე მეწარმეების ხელშეწყობა;
- პენსიონერების დასაქმების პროგრამა - „ცხოვრება გრძელდება“;
- ქრონიკული ავადმყოფებისა და პენსიონერების 2017 წლიდან უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
- საპენსიო რეფორმის გატარება.


განათლების რეფორმა:


- პროფესიული განათლების გერმანული მოდელის დანერგვა; - მასწავლებლის საშუალო ხელფასის გაზრდა 800 ლარამდე;
- პროფესიული განათლების ხარისხის ამაღლება
- 2017 წლიდან ახალი სასკოლო პროგრამების და სახელმძღვანელოების შემოღება.

 


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“:
ჯანდაცვა/ სოციალური/ეკონომიკური პოლიტიკა


- მცირე ბიზნესისთვის მოგების გადასახადის გაუქმება;
- პენსიის გაზრდა 50 ლარით, მასწავლებლის საბაზო ხელფასის 650 ლარამდე გაზრდა;

- ჯანდაცვის სისტემის დახვეწვა;
- სოციალური სახლების აშენება;
- მოხსნილი სოციალური დახმარების აღდგენა; - პენსიის გაზრდა 50 ლარით;
- უფასო წამლების შეტანა სოციალურ პაკეტებში;
- სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.


ინფრასტრუქტურული პროექტები
- გაჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;


- თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დასრულება;

- სოფლის გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;
- სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება;


 ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სწრაფვის განმტკიცება;

 

„ირაკლი ალასინია - თავისუფალი დემოკრატები“:

 

 ქვეყნის საგარეო კურსის ევროპისა და ნატოსკენ წარმართვა;

 განათლების, სპორტისა და ხელოვნების მხარდაჭერა;

 უმუშევრობის პრობლემის დაძლევა;
 მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება - პენსიის გაზრდა 300 ლარამდე, მინიმალური ხელფასის - 500 ლარამდე, საარსებო მინუმუმის - 250 ლარამდე;
 მედიკამენტებზე მაღალი ფასების შემცირება;
 ბანკებში გადასახდელი სესხის პროცენტის დაბეგვრისგან განთავისუფლება;
 გლდანში ინდუსტრიული ზონის შექმნა, რომელიც დამატებით სამუშო ადგილებს გააჩენს;
 სკვერების, სადარბაზოების მოწესრიგება და სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების მოგვარება;
 აზარტული თამაშების ბიზნესის დაარეგულირება კანონმდებლობით;
 დევნილთა ძირითადი პრობლემის - სახნავ-სათესი მიწების სიმცირისა და მძიმე სოციალური პრობლემების მოგვარება;
 დადიანების კომპლექსის UNESCO-ს ძეგლთა სიაში შეტანა;

 სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება;
 მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა და საწარმოების გახსნა;
 იპოთეკართა და საბანკო დავალიანებათა რესტრუქტურიზაცია და გადავადება;

 სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა;
 მიწის რეფორმის ხელშეწყობა;
 სწორი ნარკოპოლიტიკის გატარება;
 სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.

 

პ.გ. „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“:

 

 პენსიონერიების უზრუნველყოფა მედიკამენტებით, სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის საარსებო შემწეობის შენარჩუნება 4 წლით;
 სოციალური დახმარების ოდენობის გაიზრდა 50 პროცენტით;

 ინფრასტრუქტურის განვითარება;
 ეკონომიკური პროექტების ხელშეწყობა;
 სპორტისათვის ძველი მნიშვნელობის დაბრუნება და მისი განვითარება;

 ჯანდაცვის პროგრამების დახვეწა და ჯანდაცვის სფეროს განვითარება..

 4 წლის შემდეგ 250,000 დამატებითი სამუშაო ადგილის შექმნა;
 ეკომიგრანტების და დევნილების პრობლემების მოგვარება;
 ხელფასების და პენსიის ზრდა, ქვეყანაში სიღატაკის დაძლევა;

 ქონების და იმპორტის გადასახადის გაუქმება;

 სტატუს შეჩერებული სტუდენტების დახმარება;

 მიწის რეგისტრაციის პროცედურის გამარტივება. 

 

„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“:

 

საპენსიო რეფორმა:
- პენსიების გაცემა შრომისა და დამსახურების მიხედვით;
- საპენსიო ასაკის დაწევა ქალებისთვის 55, კაცებისთვის 60 წლამდე; - მე–13 პენსიის გაცემა პენსიონერის დაბადების დღეზე;
- 80 წელს გადაცილებული პენსიონრებისთვის ასაკის მატებასთან ერთად, დანამატი პენსიაზე 100 ლარის ოდენობით ყოველ წელზე;
- 2000 ლარიანი პენსია 100 წლის პენსიონერებს.


განათლების პოლიტიკა


- განათლების ხელმისაწვდომობა ყველასთვის;
- უსახსრობის გამო სტატუს შეჩერებული სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენა;


 ამომრჩეველის უფლებების დაცვა და მათი ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინება და მოგვარება;
 ხილის და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხნის შექმნა ქარელის რაიონში;

 ჯანდაცვის სფეროში სახელმწიფო დაფინანსების გაზრდა;
 ანაბრების დაბრუნება;
 ონლაინ სესხების და კაზინოების აკრძალვა;

 

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“:

 

ეკონომიკა


- მცირე ბიზნესის, გლეხების მხარდაჭერის პროგრამის განვითარება;

- დასაქმების პრობლემების მოგვარება;
- დარგობრივი კორპორაციების შექმნა;
- მოქალაქეებისთვისსრულიადუფასოდ, გადასახადებისგარეშედახმარებაიდეებისდა საქმის განხორციელებაში სპეციალურად შექმნილი ფონდიდან;
- ყოველწლიურად 8000 პროექტის დაფინანსება.

- წვრილი და საშუალო ბიზნეს ფენის შექმნა.


ჯანდაცვა და სოციალური პოლიტიკა


- საპენსიო ასაკის დაწევა ქალებისთვის 55, ხოლო კაცებისთვის 60 წლამდე; ზოგადად საპენსიო ასაკის განსაზღვრა 80 წლამდე, მანამდე მათ ექნებათ მუშაობის შესაძლებლობა-სურვილისამებრ;
- სიღატაკიდან ქვეყნის გამოსვლის სტრატეგიული გეგმის შემუშავება;

- სამედიცინო შეღავათების დაწესება;
- ოჯახის შექმნის ფონდი, რაც გულისხმობს დასაოჯახებელი ხალხის დახმარებას, ოჯახის შექმნის მიზნით.


განათლება:


- განათლების სისტემის შეცვლა, რომელიც დაფუძნებული იქნება ეროვნულ ღირებულებებზე;
- სკოლის დასრულების შემდეგ ბაკალავრიატამდე დამატებითი საფეხური

- 3 წლიანი ზოგადი უმაღლესი განათლების კურსი. ეს უკანასკნელი და სასკოლო განათლება იქნება სრულიად უფასო და ყველასთვის სავალდებულო;
- განათლების სფეროს დაფინანსების გაზრდა;
- სტუდენტური პროგრამები - წარჩინებული სტუდენტების გაგზავნა საზღვარგარეთ სასწავლებლად;
- სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ხელმისაწვდომობა.

 საქართველოს გათავისუფლება თურქეთის ფარული ანექსიისაგან.

 

„კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი“

 

 ბაგა ბაღებისა და სკოლის პედაგოგების ხელფასების ზრდა;  ელექტრომანქანების იმპორტის წახალისება;
 ბიუჯეტში უმუშევრობის კომპენსაციისთვის თანხის განსაზღვრა;
 საყოველთაო დაზღვევის პაკეტზე პაციენტისთვის მედიკამენტებით უზრუნველყოფის დამატება;
 ადგილობრივი წარმოების წახალისება.

 

„უსუფაშვილი-რესპუბლიკელები“

 

 მოსახლეობის პრობლემებზე რეაგირება;

 უცხოური ინვესტიციების მოზიდვა;
 ევროპასთან ინტეგრაცია;
 სოფლის მეურნეობის პროგრამების ხელშეწყობა;
 სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხების გაცემა;
 ადგილობრივი თვითმმართველობების პასუხისმგებლობის ხარისხის ამაღლება;
 სამართლიანობაზე, კანონზე, შრომაზე დამყარებული დემოკრატიული სახელმწიფოს აშენება;

 


„ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა“

ეკონომიკა:


- 200 000-ზე ნაკლები წლიური ბრუნვის მქონე მეწარმეების გათავისუფლება გადასახადებისგან;
- რუსული ბაზრის გახსნა;
- დოლარში სესხის გაცემის აკრძალვა;
- 67,500 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა;
- ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველყოფა;
- ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარება;


საგარეო პოლიტიკა:


- რუსეთთან ურთიერთობის დალაგება; - რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება;
- საქართველოს მიერ უბლოკო სტატუსის გამოცხადება;
- საქართველოს მიერ უარის თქმა როგორც ნატოში, ისე სხვა სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე.


სოციალური პოლიტიკა:


- სახელმწიფოს მიერ 6 თვის განმავლობაში უმუშევარი ახალგაზრდებისთვის დახმარების გამოყოფა;
- ახალგაზრდა ოჯახების დახმარება, რათა შეიძინონ საცხოვრებელი ბინა;
- დედის ხელფასი - დედა ბავშვის გაჩენიდან 3 წლამდე მიიღებს ხელფასს და აღნიშნული დროის სტაჟში ჩათვლა;
- პენსიის მინიმუმ 250 ლარამდე გაზრდა და დანამატის დაწესება პენსიონერის შრომისა და სტაჟის მიხედვით;
- სოციალურად დაუცველებისთვის, შშმ პირებისთვის, ვეტერანებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა.


განათლება:


- უფასო უმაღლესი განათლება;
- მასწავლებლის ხელფასის მინიმუმ 1300 ლარამდე გაზრდა;

 



„თოფაძე- მრეწველები, ჩვენი სამშობლო"

 ტაქსების პრობლემის მოგვარება დედაქალაქში;

 მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა;
 ინვესტიციების მოზიდვა;
 ადგილობრივი მთავრობის და ბიუჯეტის კონტროლი;
 იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე კონტროლის დაწესება;

 ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა.
 ქვეყნის რეგიონებში უფასო სამკურნალო დაწესებულებების ნარკოდამოკიდებული პირებისთვის.
 რუსეთთან, ოსებთან და აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენა და ურთიერთობის დამყარება.

 

„ეროვნული ფორუმი“

 ეკონომიკის განვითარება სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობით;

 პროგრამული ბიუჯეტის მეთოდოლოგიის დანერგვა;
 დიფერენცირებული საგადასახადო პოლიტიკა – რეგიონებში ეკონომიკური განვითარების სტიმულირებისთვის;
 მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამა – „ერთი შანსი“, რაც გულისხმობს, საკონკურსო წესით, წელიწადში საშუალოდ 5,000 მოქალაქეზე, 20,000-დან 150,000 ლარამდე გრძელვადიანი უპროცენტო კრედიტის გაცემას, სამიდან ხუთ წლამდე საშეღავათო პერიოდით;
 ირანში სარწყავი წყლის ექსპორტი და სანაცვლოდ ბუნებრივი აირის იმპორტი.

 გზებისა და წყლის პრობლემის მოგვარება;
 ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება;
 ეროვნული იდეის გატარება ქვეყნის მმართველობისას.

 


დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი:


 ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა დაცვის ფონდის შექმნა მთაწმინდის რაიონში;
 ბავშვებზე და მარტოხელა დედებზე ზრუნვა;
 ქალაქის დაცულობა, საკუთრების დაცულობა, განაშენიანების საკითხი მთაწმინდის რაიონში გენერალური გეგმა;
 ბუნების დაცვა. ე.წ. ტექ. დათვალიერების შემოღება მანქანებისთვის.

 


დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ილია კოკაია

 ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება;
 რეალური სანქციების დაწესება საწარმოებისათვის, რომლებიც გარემოს დაცვის სტანდარტებს არღვევენ;
 კომპენსაციების გაწევა რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისათვის;

 ადგილობრივი ბიუჯეტის ზრდა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

 


დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აკაკი ჩხაიძე

 რაიონის წარჩინებული მოსწავლეების გერმანიაში სასწავლებლად გაგზავნა;

 გრიგოლეთში ახალი საფეხბურთო ბაზის აშენება;
 ლანჩხუთში საფეხბურთო სკოლის დაარსება.

 

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED