ენმ საარჩევნო კამპანიაში ფოთელი საჯარო მოხელეების უკანონოდ მონაწილეობის ფაქტს ასაჯაროებს [Video]

2016.09.07 ავტორი: ნატა ფარცვანია

"ნაციონალური მოძრაობა" ფოთელი საჯარო მოხელეების საააჩევნო კამპანიაში უკანონოდ მონაწილეობის ფაქტს ასაჯაროებს. 

"5 სექტემბერს, 12 საათიდან საღამოს 6 საათამდე მერიის ადმინისტრაციული სამსახური უფროსი ზვიად შუბითიძე, „ქართული ოცნების“ფოთის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ზაალ კუჭუხიძე, "ინფრასტრუქტურა 2008"-ის მოსაკრებლის სამსახურის უფროსის მოადგილე ნიკა ყორშია, რომელიც ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების საარჩევნო პროცესებს და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომელი თენგო დუნდუა, აღმაშენებლის #47 ში მდებარე "ქალთა გინეკოლოგიურ ცენტრში" იბარებდნენ საუბნო საარჩევნო კომისიის დამოუკიდებელ წევრებს და ამასთანავე ხელისუფლების სატელიტი პარტიის - „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ მიერ წარდგენილ  წევრებს საუბნო საარჩევნო კომისიებში. აღნიშნულ შეხვედრაზე კომისიის წევრებს მიუთითებდნენ, თუ ვინ უნდა ყოფოლიყო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მისი მოადგილე და მდივანი. გაიცემოდა ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა გაეყალბებინათ არჩევნები ხელისუფლების სასარგებლოდ",- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენელი გიგა გვასალია TSpress-თან საუბრისას. 

         

გვასალიას განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაში ეკა ბესელიას ბიუროს თანამშრომელი და მასთან დაახლოვებული პირი ნანა ვეკუაც ესწრებოდა.

 

მისივე განცხადებით, საუბნო-საარჩევნო კომისიების დამოუკიდებელი წევრების უმრავლესობა მერიის სხვადასხვა სამსახურში დასაქმებული პირია, რომლებიც ასევე სამუშაო საათებში იმყოფებოდნენ ამ შეხვედრაზე.

 

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, წინასაარჩევნო პერიოდში თანამდებობის პირებს ეკრძალებათ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევა სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას.


ფოთის მერიაში ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.
 

ამავე თემაზე:

ფოთში საუბნო კომისიის წევრობის 418 მსურველი დარეგისტრირდა [Video]


 

ფოთში საუბნო კომისიის დამოუკიდებელი წევრების არჩევა გრძელდება


საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED