ფოთში 32-ის ნაცვლად 43 საარჩევნო უბანი იქნება [Video]

2016.08.21 ავტორი: თენგო ტაბატაძე

ფოთის #61-ე ოლქში შემავალი ტერიტორიების საზღვრები შეიცვალა. ფოთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის, სალომე როდონაიას თქმით, ცვლილებების თანახმად, ფოთში 32 ნაცვლად 43 უბანი იქნება.

ფოთს 11 ახალი უბანი ლანჩხუთისა და ოზურგეთის საარჩევნო უბნებთან გაერთიანებით დაემატა. სულ ქალაქში 41 146 ამომრჩეველია, ლანჩხუთსა და ოზურგეთში - 10 726, 43 უბანზე ერთად კი - 51 872 ამომრჩეველია.

 

“ძირეული ცვლილებები არ მომხდარა, არის პატარა ცვლილება, გარკვეული ქუჩების სახელდების დამატება”- განაცხადა #61-ე ფოთის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ TSpress-თან საუბრისას.

 

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს აქამდე არსებული, შერეული მაჟორიტარული, სისტემით ჩატარდება. 150 წევრისგან შემდგარ პარლამენტში 77 წევრი პროპორციული სისტემით, ხოლო 73 -  მაჟორიტარულით აირჩევა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის თქმით, 2016 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება. 

"შევჯერდით იმაზე, რომ საქართველოში დამკვიდრდება პროპორციული საარჩევნო სისტემა 2016 წლის შემდგომ საპარლამენტო არჩევნებზე, 2016 წლის არჩევნებისთვის კი მოხდება არსებული სისტემის მოდერნიზაცია ისე, რომ დაცული იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი" - დავით უსუფაშვილი.

 

 

 

 

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED