სანდრა რულოვსმა საარჩევნო კამპანია სოფელ კორცხელიდან დაიწყო [Photo]

2016.08.19 ავტორი: TS

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა საკუთარი გადაწყვეტილება ზუგდიდის მაჟორიტარად კენჭისყრის შესახებ მეგრულ ენაზე გამოაცხადა. მან შეკრებილებს მიმართა სჯეროდათ თუ არა მისი, რომელსაც თავის მხრივ სჯერა მისი ქმრის - ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის - ""მე მიშას ხშირად ვესაუბრებოდი, მე თვალებში შეგხედავ და უნდა ვიცოდე, რაც მოხდა ცუდი, ის აღარ განმეორდება-მეთქი. დამიჯერეთ, ამაში რომ დარწმუნებული არ ვიყო, აქ არ ვიდგებოდი"- განაცხადა სანდრა რულოვსმა.

“ძალიან ბევრ ადამიანს ვესაუბრე, რა გავაკეთო. არ მინდა პასიურად ვიჯდე სახლში, არ მინდა ველოდო, მინდა რაღაცა გავაკეთო. ბევრმა მითხრა – არ გინდა ეს პოლიტიკა, ეს არის ტალახის სროლა, ეს არის დისკრედიტაცია, სკანდალები. ეს არის უბედურება და სიბინძურე. ვიცი, მეც ადამიანი ვარ და, რა თქმა უნდა, ეს მაწუხებს, მაგრამ უფრო მეტად მაწუხებს, რომ ქვეყანა ისევ გაქრება რუკიდან, როგორც ეს 90-იან წლებში მოხდა. ჩვენ ეს გვინდა? ჩვენ საქართველოს წინსვლა გვინდა”, – განაცხადა სანდრა რულოვსმა.

 

სანდრე რულოვსმა 22 მაისის კორცხელის ინცინდენტზეც ისაუბრა:

"კორცხელში ვართ, დიდი ძალადობა შეგვხვდა კორცხელში. ჩვენ დავამარცხებთ, ჩვენ გავიმარჯვეთ აქ. სიმშვიდით და სიწყნარით, არანაირი დაპირისპირება არ გვინდა. არც ბოღმა და შურისძიება. ჩვენ გვინდა ეს გადავლახოთ ”,- განაცხადა კანდიდატმა.

 

* ფოტოები აღებულია ენმ-ს ფეისბუქგვერდიდან

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED