ფოთში საუბნო კომისიის წევრობის 418 მსურველი დარეგისტრირდა [Video]

2016.08.17 ავტორი: მარი ბოკერია კახა ფოჩხუა

საუბნო-სარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა შესარჩევი კონკურსი დღეს, 18:00 საათზე დასრულდა. 

ფოთის #70 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის, მარიკა გაწერელიას განცხადებით, სულ 418 განცხადებაა შესული.


43 უბანზე 6-6, ანუ სულ 258 წევრი უნდა აირჩეს.


აპლიკანტებს საოლქო კომისია 19-დან 23 აგვისტოს ჩათვლით აირჩევს, ხოლო პარტიებისათვის სარჩევნო კომისიების წევრობის მსურველთა შესარჩევ კონკურსში განაცხადების წარდგენა 24-დან 29-ის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. 

 

კომისიების წევრობის მსურველთა შესარჩევი კონკურსი ცესკომ 3 აგვისტოს გამოაცხადა. 

 

საპარლამენტო არჩევნები - 2016
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED