30 მილიონი „წყლის გუბეებში“

2011.11.28 ავტორი: იზა სალაყაია

ბოლო სამი წლის მანძილზე ფოთის ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამუშაოებისათვის ჯამში 30 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, ქალაქის ერთ-ერთ მთავარი პრობლემა კვლავ ქუჩების დატბორვაა.

ფოთში რამდენიმეწუთიანი გადაუღებელი წვიმის შემდეგ წყალი ყველა ცენტრალურ ქუჩაზე დგება, რის გამოც მოსახლეობას ფეხით და ავტომანქანით გაადაადგილება ერთნაირად უჭირს.

 

ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მათ შორის, სანიაღვრე არხების ქსელის მოწყობა ბოლო სამი წლის ბიუჯეტის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო.

 

ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის უფროსის, ლექსო კუჭუხიძეს განცხადებით, ფოთში საკმარისი რაოდენობის სატუმბი სადგურია და ყველა მათგანი გამართულად მუშაობს.

 

-„დღესდღეობით ქუჩების დატბორვის საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს. გაზიფიცირებისა და წყალმომარაგეობის სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში ხანდახან ხდება არხების ამოვსება,“– განმარტავს კუჭუხიძე.

 

ფოთის მერმა, ვახტანგ ლემონჯავამ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წელს გზებისათვის ბიუჯეტში თანხა გათვალსწინებული არაა, რადგან წყალკანალიზაციისა და გაზიფიცირების სამუშაოების დაწყების გამო ქუჩები გადაითხრება.

 

ინფრასტრუქტურის სამსახურის, ყოფილი ხელმძღვანელის, თემურ დუნდუა tspress.ge- სთან გაკეთებული განცხადებით, ჰოლანდიელ სპეციალისტთა შეფასებით, დატბორილი ქუჩების თავიდან ასაცილებლად ფოთს 16 სატუმბი სადგური ესაჭიროება. თითო სატუმბი სადგურის მშენებლობა კი, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი ჯდება.

 

მიმდინარე წელს ფოთის მერიამ ქალაქის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის სხვადასხვა სამუშაოებისათვის, ჯამში 8 მლნ-მდე ლარი დახარჯა. აქედან 1,5 მლნ ლარი ბინების ეზოების, სპორტული და სათამაშო მოედნების კეთილმოწყობას მოხმარდა. სანიაღვრე არხების მოვლა-პატრონობა და მაგისტრალური მიწისსამოსიანი არხების გაწმენდის სამუშაოებისთვის წელს 280 ათასი ლარია გათვალიწინებული, 7 სატუმბი სადგურის მოვლა – პატრონობისათვის კი, 190 ათასი ლარი.

 

2009 წელს, ინფრასტრუქტურის, მშენებლობის რეაბილიტაციისა და ექსპლოატაციის სხვადასხვა სამუშაოებისათვის, ბიუჯეტიდან 11 მლნ-მდე, ხოლო გასულ წელს, 10 მლნ-მდე ლარი დაიხარჯა.

 

ფოთის დატბორილი ქუჩები

ფოთის დატბორილი ქუჩები

 

ფოთის დატბორილი ქუჩები

ფოთის დატბორილი ქუჩები

 

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED