მიიღებს თუ არა ფოთი ტრანსფერის მორიგ ტრანშს და რა ბრალდებას უყენებს მაჟორიტარი ფოთის მერიას

2013.11.08 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთში, ტრანსფერით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ხელშეკრულების თანახმად, წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა ფინანსთა სამინისტრომ თანხა აღარ გადმორიცხოს.მაჟორიტარი ეკა ბესელია ფოთის ადგილობრივ ხელისუფლებას სამუშაოების დაგვიანებით დაწყებაში ადანაშაულებს. ფოთის მერი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია კი მიზეზად, კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვას ასახელებენ.

მიმდინარე წელს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის, დაახლოებით 11 მლნ 800 ათასი ლარი გამოიყო. ამ დროისთვის, მხოლოდ 1მლნ 600 ათასი ლარია ათვისებული, რითაც კორპუსების გადახურვის სამუშაოები ჩატარდა. მერიის მიერ ტენდერის შედეგად შერჩეულმა ფირმებმა, სამუშაოები 30 დეკემბერს უნდა დასრულდეს.

 

აღმაშენებლის ქუჩაზე 3 მრავალსართულიანი კორპუსის ფასადის სარემონტო სამუშაოები, ტროტუარების კეთილმოწყობა და საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია, მიმდინარე თვის დასაწყისში დაიწყო.

 

დაახლოებით, 2  თვის წინ დაიწყო სატუმბი სადგურის მშენებლობა, რომლის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. გრძელდება თეატრის მშენებლობაც.

 

მერის მოადგილე ვასილ თოდუას განცხადებით, მშენებლები პირობას დებენ, რომ დამატებითი ბრიგადებითა და  დაჩაქრებულ ტემპებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დაასრულებენ.

 

თოდუას განმარტებით, თუ წლის ბოლომდე მიღება-ჩაბარება არ იქნა გაფორმებული, შესაძლოა, ფინანსთა სამინისტრომ მორიგი ტრანში აღარ გადმორიცხოს.

 


ვასილ თოდუა

თოდუას განმარტებით, სამუშაოების გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად,  გამოსაყოფი ტრანსფერის ოდენობა და განსახორციელებელი პროექტები წლის დასაწყისში უნდა იქნას ბიუჯეტში გათავლისწინებული, რის გაკეთებაც მომავალი წლიდან იგეგმება.

 

ფოთის მაჟორიტარ ეკა ბესელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერის მოზიდვას, საკუთარ დამსახურებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ სოლიდური თანხის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფა მისი ჩარევის შემდეგ მოხდა. ადგილობრივ ხელისუფლებას და ფოთის მერს, დავით სარსნაიას კი სამუშაოების გაჭიანურებასა და არაქმედითობაში ადანაშაულებს. მერი კი მაჟორიტარს თვითთმმართველობასა და ბიუჯეტში უხეშად ჩარევის გამო დაუპირისპირდა.

 

„ ვსვამ საჯარო კითხვას - რატომ არ მოხდა ტრანსფერით გამოყოფილი ამ 12 მილიონის ათვისება და გამოყენება ფოთელებისთვის თვითმმართველობის მიერ? მე ბევრი ვეცადე, რომ მთავრობას ფოთისთვის ეს თანხა გამოეყო, პირადად გავწიე ფინანსთა მინისტრთან შუამდგომლობა და ვაწარმოებდი დიალოგს ნოდარ ხადურთან, რომ მთავრობას გამოეყო სოლიდური თანხა“- განაცხადა სექტემბრის თვეში გაზეთ, „ნიკოლაძის გზით“- თან ინტერვიუში  ბესელიამ.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურს მინისტრ დავით ნარმანიამ ფოთში ვიზიტისას  Tspress - თან საუბარში განმარტა, რომ სამუშაოები პროცედურების დაცვით ხორციელდება, რაც გარკვეულ ვადებთან არის დაკავშირებული.

 

მისი თქმით, დროის მოგების არგუმენტით, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან იყო შეთავაზება სამუშაოები არა ტენდერით, არამედ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით ჩატარებულიყო, თუმცა აღნიშნულზე სამინისტრომ უარი განუცხადა.

 

„აქ ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდებოდა, ამიტომ ჩვენ განვუცხადეთ, რომ ყველა პროცედურა კანონის თანახმად ყოფილიყო დაცული და არა ფორმალურად.“- განაცხადა ნარმანიამ.

 

გასულ წელს ფოთის მერიამ ტრანსფერის სახით, 15 მლნ ლარი მიიღო, 2011 წელს, კი - 7 მლნ 795 ლარი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED