11 თვეში ფოთში მხოლოდ 5 ობიექტის გადახურვის სამუშაოები ჩატარდა [Video]

2013.09.17 ავტორი: იზა სალაყაია

საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე, ფოთში, მხოლოდ 5 ობიექტი გადაიხურა, ისიც მშენებლობის სამსახურმა უხარისხოდ შეაფასა და არ ჩაიბარა. წლის განმავლობაში განსახორციელებელი სხვა სამუშაოები მხოლოდ საპროექტო-მოსამზადებელ ეტაპზეა. ფოთის მერი და მისი მოადგილეები სამუშაოების შეფერხებას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან.  

მიმდინარე წლის დასაწყისში, ახალი ხელისუფლება 11 მლნ ლარზე მეტის ღირებულების სამუშაოების ჩატარებაზე საუბრობდა, თუმცა არჩევნებიდან 11 თვეში, ინფრასტრუქტურულ პროექტებისათვის, მხოლოდ  89 ათასი ლარი დაიხარჯა, რითაც ორი საბავშვო ბაღი, ერთი საცხოვრებელი კორპუსი, სახანძრო სამსახური და ბავშვთა ბიბლიოთეკა გადაიხურა. 

 

მშენებლობის სამსახურის უფროსის, ილია მელქაძის თქმით, ყველა სამუშაოზე აღმოჩენილია ხარვეზი, რის გამოც ის თვითმმართველობამ არ ჩაიბარა. მისი თქმით, ფირმას პრობლემის აღმოსაფხვრელად გარკვეული ვადა მიეცა, თუმცა, ის ვალდებულებას არ ასრულებს.

 

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა "გრიინ ლაით +" ასრულებდა, რომელსაც უპირატესობა დაბალი ფასის გამო მიენიჭა, მან მერიას 157 ათას ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულება 89 ათას ლარად შესთავაზა.

 

"უარი თქვეს ნაკისრი ვალდბულებეი შესრულებაზე და ჩვენთან ყველანაირი კონტაქტი გაწყვიტეს, ვეღარ ვუკავშირდებით, თუ კვირის ბოლომე არ გამოჩნდნენ, შევწვეტთ ხელშეკრულებას და შესაბამის სანქციებს დავაკისრებთ"- განაცხადა TSpress - თან საუბარში მელქაძემ.

 

ფოთის მერის, დავით სარსანია სამუშაოებისა და ტენდერის გამოცხადებს გაჭიანურების მიზეზს არ აკონკრეტებს. -"ეს არ არის ერთდღიანი პროცესი, ამას დრო ჭირდება, შესაბამისი ვადები აქვს ყველაფერს,"- აცხადებს TSpress - თან საუბარში სარსანია.

 

მისი განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში შემდგომ თვეებში შევა. ფინანსთა სამინისტროდან გამოყოფილი ტრანსფერით დაგეგმილია 5 საცხოვრებელი სახლის ფასადისა და გადახურვის სარემონტო სამუშაოები, აღმაშენებლის ქუჩის კეთილმოწყობა და სტადიონის სარემონტო სამუშაოები. 

 

ფოთის მერის მოადგილე, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე ლაშა კუპრეიშვილი კი მიზეზად, ტრანსფერის დაგვიანებას და რამდენიმე შემთხვევაში ტენდერის ჩაშლას ასახელებს. ტენდერის გამოცხადებისა და მისი ხელოვნურად ჩაშლის შესახებ ინფორმაციას კი უარყოფს.

  

"რამდენიმე დღეში გამოვაცხადებთ ტენდერს, ერთი სატუმბი სადგურის სარმონტო სამუშაოებზე და კორპუსებისა და აღმაშენებლის ქუჩის მოწყობაზე. ტენდერი გამოცხადებული გვქონდა სტადიონის პროექტირებაზე, შემდგომ დაიწყება მშენებლობაც,"- განაცხადა კუპრეიშვილმა. რამდენად მოესწრება სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს, კუპრეიშვილი ვერ აკონკრეტებს.

 

მერის მოადგილე, ვასილ თოდუა კი, სამუშაოების გაჭიანურებას პროექტირების, ექსპერტიზისა და სხვადასხვა წინასამუშაო პროცედურის ხანგრძლივობას უკავშირებს.

 

"აპრილში მთავრობის განკარგულებით ტრანსფერის ოდენობა განისაზღვრა. შემდეგ განვსაზღვრეთ სამუშაოების დაფინანსების ოდენობა. შევიტანეთ ცვლილებები დამტკიცებულ ბიუჯეტში. ამის შემდეგ, კანონის თანახმად, ხდება პროექტირება, მერე ექსპერტიზა და ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ იწყება საუშაოები, ამ პროცესების თანმიმდევრობამ და ხანგრძლივობამ სამუშაოები შეაყოვნა,"- განმარტავს თოდუა.

 

მისი თქმით, მსგავსი მიზეზების თავიდან აცილების გამო ტრანსფერის ოდენობა და განსახორციელებლი პროექტები თავიდანვე უნდა იყოს ბიუჯეტში გათავლისწინებული.

 

მიმდინარე წელს, ფოთის ბიუჯეტი 11 მლნ 475 ათასი ლარის ტრანსფერის მიღებას გემავს, თუმცა, თუ სამუშაოები მიმდინარე წელს არ დასრულდა, მისი დაფინანსება შემდგომ წელს "გარადმავალი ობიექტების" მუხლში გადავა.

 

გასულ წელს, ფოთის ინფრასტრუქტურულ პროექტებში 15 მლნ ლარი დაიხარჯა, რასაც მერის მოადგილე ვასილ თოდუა საარჩევნო წლის მიზეზი ხსნის. სხვადასხვა სახის სამუშაოები, წინასაარჩევნო პერიოდში დასრულდა. მისი თქმით, არასაარჩევნო 2011 წელს კი ფოთმა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ 7 მლნ 795 ლარის ტრანსფერი მიიღო.

 

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED