ფოთის ბიუჯეტის მილიონიანი დეფიციტი

2013.04.02 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის ბიუჯეტში, პირველ კვარტალში, დაგეგმილზე 1 მლნ 158 ათასით ნაკლები თანხა შევიდა.

 



"ბიუჯეტი პირველ კვარტალში 65,4 % - ით შესრულდა" - განმარტავს TSpress - თან საუბრისას მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი, სულხან თოლორდავა.

 

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ფოთის მერია 3 მლნ 347 ათასი ლარის მიღებას ვარაუდობდა, თუმცა მხოლოდ 2 მლნ 189 ათას ლარის მიღება შეძლო.

 

თოლორდავას განმარტებით, მერია ქონების გადასახდიდან 1 მლნ 220 ათასი ლარის მიღებას გეგმავდა, თუმცა ბიუჯეტში 500 ათას ლარით ნაკლები თანხა შევიდა.

 

ხელისუფლებამ თანხების სრული მობილიზება ვერ შეძლოა სხვა შემოსავლებიდანაც: 670 ათასი ლარის ნაცვლად, 625 ათასი ლარი მიიღო.

 

მათ შორის, დაგეგმილზე დაახლოებით 180 ათასი ლარით ნაკლები თანხა შევიდა თევზის მოსაკრებლიდანაც.

 

კვარტლების მიხედვით, ბიუჯეტის შესრულების პრობლემა წინა ხელისუფლების პირობებშიც მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა. ბიუჯეტის დანაკლისის შევსებას ხელისუფლება წლის ბოლოს, ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული ფინანსური დახმარება იყო.

 

წინა წელთან შედარებით წელს, ფოთის ბიუჯეტი დაახლოებით,  12 მლნ-ითაა დაგეგმილი, რაც გასულ წელთან შედარებით, 9 მლნ ლარით ნაკლებია.

 

მერიაში განმარტავენ, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, წლის დასაწყისში, არ იყო დაზუსტებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერის ოდენობა, რისი ასახვაც ბიუჯეტში თავიდანვე ვერ მოხდა.

 

ფოთის მერის, დავით სარსანიას განცხადებით, ტრანსფერის მიღებაზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და წლის განმავლობაში, ინფრასრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროდან, ბიუჯეტი 11 მლნ ლარს მიიღებს, რომელიც სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდება.

 

 

 

 

 

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED