ფინანსური დახმარება წინასაარჩევნოდ დაწყებული სამუშაოებისთვის

2012.10.09 ავტორი: TS

ფოთის ბიუჯეტმა სახელმწიფო(ცენტრალური) ბიუჯეტიდან 2,5 მლნ ლარის ფინანსური დახმარება მიიღო, რომელიც ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება. სამუშაოები ქალაქში წინასაარჩევნოდ დაიწყო, მათ დასაფინანსებლად  კი საკრებულომ ბიუჯეტში ცვლილებები დღეს შეიტანა.

ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს მხარი უმრავლესობამ ერთხმად დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი, ამჟამად "ქართული ოცნების" წარმომადგენელი მოგელი ტყებუჩავა იყო. 

 

"საკითხს არ გავცნობივარ, ცვლილებებზე ინფორმაციას არ ვფლობ,"– განმარტა მიზეზად ტყებუჩავამ.

 

როგორ გადანაწილდა და კონკრეტულად რა სამუშაოები დაფინანსდება აღნიშნულით საკრებულოს არც ერთი წევრი არ დაინტერესებულა.

 

თანხა ადგილობრივმა ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან "რეგიონებში განხორციელებული პროექტების ფონდიდან"  მიზნობრივი ტრანსფერის სახით მიიღო.

 

საკრებულოს თავმჯდომარის, ვანო საღინაძის განცხადებით, 3 მლნ. ლარი არჩევნების პერიოდში ქონდათ გამოყოფილი, საიდანაც 500 ათასი ლარის ასახვა იმთავითვე მოხდა. ვინაიდან კანონის თანახმად, არჩევნების დასრულებამდე ბიუჯეტში ცვლილებები იკრძალება, დარჩენილი თანხის ასახვა ახლა განხორციელდა. 

 

საღინაძის თქმით, ფინანსური დახმარება სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება. თანხით მრავლასართულიანი ბინების ფასადების, სახურავებისა და სანიაღვრე არხების სარემონტო სამუშაოები დაფინანსდება.

 

მისი  განცხადებით, ქალაქში მიმდინარე ყველა სარემონტო–სამშენებლო სამუშაოები გეგმის თანხმად, ჩვეულებრივ გაგრძელდება. 

 

 

მერიის საფინანსო –ეკონომიკური სამსახურის უფროსის, სულხან თოლორდავას განცხადებით, გამოყოფილ ტრანსფერი ეტაპობრივად, ოთხოვნის შესაბამისად  ჩაერიცხებათ. მისი თქმით, თანხის ნაწილით ქლაქში წინასაარჩევნოდ დაწყებული სამუშაოები დაფინანსდება, რომელიც დასრულებულის ახით ხელისუფლებას ჯერ არ ცაუბარებია. 

ტრანსფერის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფოთის ბიუჯეტს  ამ დროისათვის 14 მლნ ლარი აქვს მიღებული. 

 

წინასაარჩევნოდ ქალაქში სხვადსხვა სახის სამშენებლო–სარემონტო სამუშაოები დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობდა.

 

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) თავმჯდომარე ნინო ლომჯარიას განმარტებით, ბიუჯეტით დაფინასებული სამშენებლო პროექტების   წინასაარჩევნოდ გამოყენება, ტიპიური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED