ადმინისტრაციული რესურსის მითვისება

2012.09.13 ავტორი: ელისო ჯანაშია

ქალაქ ფოთის ცენტრალური ქუჩები და ცენტრში მშენებარე შენობები დაჩქარებულად კეთდება. მშენებლობის ტემპების მიხედვით, ხელისუფლება საარჩევნოდ ჩქარობს. აღნიშნულ აქტივობებს, მმართველი პარტია წინასაარჩევნო კამპანიისთვის წარმატებით იყენებს. არასამთავრობოთა განცხადებით, არ შეიძლება საბიუჯეტო თანხებით განხორციელებული ღონისძიებები ერთმა პარტიამ მიითვისოს.

19 აგვისტოს, ფოთში ვიზიტად მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ყველა მშენებარე ობიექტი: ტაძარი, თეატრი, კინოთეატრი და პოლიცია სექტემბრის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

 

მშენებლები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. პირველად, 14 სექტემბერს, ტაძრის გახსნაა დაგეგმილი, ამ დღისთვის პრეზიდენტის ფოთში ვიზიტია დაგეგმილი. ტაძრის კურთხევა კი, პატრიარქის გადაწყვეტილებით, 29 სექტემბრისთვის იგეგმება.

 

აღნიშნული სამუშაოებისათვის ტრანსფერის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფოთის ბიუჯეტმა 8,6 მლნ. ლარი ამ დროისათვის უკვე მიიღო. აქედან, 3,8 მილიონი წელს ტაძრის მშენებლობა-რეკონსტრუქციისთვის გამოიყო. სულ მიმდინარე წელს, ტრანსფერის სახით 14,6 მლნ-ია გამოყოფილი.

 

საარჩევნო ტემპი იგრძნობა ასევე ცენტრალური ქუჩების დაგებისას. ერთდროულად კეთდება ცენტრში არსებული რუსთაველის რკალი და მიმდებარედ რამდენიმე ქუჩა. აღმაშენებლის ქუჩაზე ირგვება პალმები. ამისათვის და სხვა ინფრასტრუქტურის სამუშაოებისთვის ბიუჯეტმა პრეზიდენტის ფონდიდან კიდევ 400 ათასი ლარი  მიიღო.

 

ეს ყველაფერი კი, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ თენგიზ სარიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. ის მოსახლეობასთან შეხვედრებზე მიმდინარე მშენებლობებზე საუბრობს და მოსახლეობას მის დასრულებას უმოკლეს ვადებში პირდება.

 

არის თუ არა ეს ადმინისტრაციული რესურსის "ნაციონალების" კანდიდატის სასარგებლოდ გამოყენება?

 

საარჩევნო საკითხების სპეციალისტი, ნინა ხატისკაცი წინასაარჩევნოდ გაძლიერებულ ტემპებს "ხელისუფლების არაკეთისლისნდისიერი თამაშის წესებს" უწოდებს.

 

"წინასაარჩევნოდ დაჩქარებული ტემპები ახალი ტენდენცია არ არის. ბოლო საარჩევნო წლებს თუ გადავხედავთ, პროექტებზე დანახარჯები ან პროექტების განხორციელების ინტენსივობა, საარჩევნო წლებში და განსაკუთრებით წინასაარჩევნო თვეებში მატულობს, სწორედ ესაა არასამართლიანი. ხელისუფლებაში მყოფი პირები არათანაბარ პირობებში აყენებენ თავისთავად სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, იმ უბრალო მიზეზით, რომ ისინი უფრო მეტ აღმშენებლობას დ ა სხვადასხვა ტიპის პროექტებს იწყებენ და ეს ერთგვარად ემთხვევა საარჩევნო პერიოდს, რა თქმ აუნდა, ეს არის ადმინისტრაციული რესურსის არამიზნობრივი გამოყენება, რაც თავისთავად არათანაბარ პირობებში აყენებს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებს.

 

ის ფაქტი, რომ სახელისუფლო კანდიდატი ხელისუფლების მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს, ეს გასაკვირია არ არის, მაგრამ ამგვარი წარმატებები და მიღწევები განსაკუთრებით რომ წინასაარჩევნოდ აქტიურდება, ეს რა თქმა უნდა ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვაა. ეს თავისთავად არის ხელისუფლების მიერ არაკეთილსინდისიერი თამაშის წესების შემოღება. მთავრობა, რომელსაც სურს ერთი და იმავე პირობებში ჩააყენოს პოლიტიკური პარტიები, ამგვარი პროექტების ინტენსიფიცირებას მოახდენს არა საარჩევნო დღეებში, არამედ თუნდაც არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ".-აცხადებს ხატისკაცი.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) თავმჯდომარე ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ მსგავსი დაჩქარებული ტემპებით მუშაობა უკვე პრაქტიკაა და ის თავისი არსით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა, რაც მისი აზრით, დაუშვებელია.

 

ლომჯარიას თქმით, ეს პროექტები კეთდება თანხებით, რომელიც ეკუთვნის თითოეულ ამომრჩეველს და იმის თქმა, რომ ამ პროგრამებს აკეთებს ერთი პოლიტიკური პარტია და ამის  წინასაარჩევნოდ გამოყენება, ტიპიური ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. მისივე განმარტებით, ჩვენი კანონმდებლობა მსგავსი ქმედების განხორციელებას არ კრძალავს, თუმცა, არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ ამ მხრივ, საარჩევნო კოდექსში ცვლილებაა შესატანი.

-"ზოგადად, ასეთი ტემპებით მუშაობა დამახასიათებელია საქართველოში ყველა არჩევნების წინ, ბუნებრივია გარკვეულწილად ხელისუფლება ცდილობს საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებას. ჩვენ, არასამთავრობოები ვფიქრობდით, შესულიყო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და შეცვლილიყო საბიუჯეტო დაფინანსებით ორგანიზებულ ღონისძიებებზე საარჩევნო კამპანიის წარმოება, მაგრამ, სამწუხაროდ, მსგავსი ცვლილება რესურსების გამოყენებაზე კოდექსში არ შესულა, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავისი არსით, ეს ძალიან გავს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. არ შეიძლება საბიუჯეტო თანხებით შესრულებული ღონისძიებები მიითვისოს ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ და ის აქციოს თავისი კამპანიის ნაწილად,"- აცხადებს ლომჯარია.

ბიუჯეტის მონიტორინგი
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED